მართალია, ორივე, Tor-ბრაუზერი Android-ზე და Orbot გამოსადეგია, მაგრამ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. Tor-ბრაუზერი Android-ზე იგივეა რაც Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე, ოღონდ მობილური მოწყობილობისთვის. იგი ჩვეულებრივი ბრაუზერია, რომელიც იყენებს Tor-ქსელს და ცდილობს ვინაობის გამჟღავნების არიდებას. მეორე მხრივ კი Orbot არის შუამავალი, ანუ პროქსი, რომელიც საშუალებას იძლევა გაგზავნოთ მონაცემები თქვენი სხვა პროგრამებიდან (ელფოსტის, მიმოწერის და სხვ.) Tor-ქსელის გავლით; Orbot აგრეთვე ჩაშენებულია Tor-ბრაუზერში Android-ზე, სწორედ ის უზრუნველყოფს Tor-ქსელთან კავშირის შესაძლებლობას. ჩაშენებული ვერსია, რაღა თქმა უნდა, არ იძლევა სხვა პროგრამების კავშირის გატარების საშუალებას, გარდა თავად Tor-ბრაუზერისა Android-ზე. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზნით გსურთ გამოიყენოთ Tor-ქსელი, შეიძლება გამოგადგეთ ერთ-ერთი ან ორივე მათგანი.