ზოგჯერ ვებსაიტები ზღუდავს Tor-ის მომხმარებლებს, ვინაიდან ვერ ასხვავებს ჩვეულებრივ Tor-მომხმარებელს ავტომატური პროგრამებისგან. საუკეთესო გზა Tor-მომხმარებლებისთვის საიტებზე შეზღუდვის მოსახსნელად ამ საიტების მმართველებთან პირდაპირ დაკავშირებაა. რამე ამის მსგავსის მიწერა წესით იმუშავებს:

„გამარჯობა! ვცდილობდი თქვენს საიტთან xyz.com დაკავშირებას Tor-ბრაუზერის გამოყენებით და აღმოვაჩინე, რომ Tor-ის მომხმარებლებისთვის შეზღუდული გაქვთ თქვენს საიტთან წვდომა. მსურს, შეგაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება; Tor-ს იყენებენ ადამიანები მთელი მსოფლიოდან თავიანთი პირადი მონაცემების დასაცავად და ცენზურასთან ბრძოლისთვის. Tor-ის მომხმარებლების შეზღუდვით თქვენ უზღუდავთ ხალხს ინტერნეტის თავისუფლად გამოყენების საშუალებას ისეთი ქვეყნებიდან, რომლებშიც ისინი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის იმ ჟურნალისტებსა და მკვლევარებს, რომელებიც ცდილობენ, თავი დაიცვან ვინაობის გამჟღავნებისგან, თვალის დევნებისა და ზედამხედველობისგან, ასევე იმ რიგით ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ სურთ, თავი აარიდონ ინტერნეტში მოქმედებების აღრიცხვას. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ პირადი მონაცემების ხელშეუხებლობასა და ინტერნეტის თავისუფლებას და დართოთ Tor-ის მომხმარებლებს xyz.com საიტთან წვდომის ნება. გმადლობთ.“

ბანკების ან სხვა დაცული მომსახურებების მომწოდებელი ვებსაიტების შემთხვევაში ხშირია ადგილმდებარეობის მიხედვით შეზღუდვა (თუ ბანკმა იცის, რომ ჩვეულებრივ იყენებთ მის მომსახურებებს გარკვეული ქვეყნიდან და მოულოდნელად დაუკავშირდებით მსოფლიოს მეორე კუთხეში არსებული გამსვლელი წერტილიდან, თქვენი ანგარიში შეიძლება ჩაიკეტოს ან დროებით შეჩერდეს).

თუ ვერ ახერხებთ onion-მომსახურებასთან დაკავშირებას, გთხოვთ იხილოთ ვერ ვუკავშირდები X.onion-ს!.