გაფრთხილება: არ დაუჯეროთ შემთხვევით რჩევებს, რომლებითაც ცდილობენ ჩაგასწორებინონ თქვენი torrc! შედეგად, შესაძლოა შემტევებს მიეცეს თქვენი უსაფრთხოებისა და ვინაობის გაუმხელობის ხელყოფის საშუალება torrc კონფიგურაციის მავნე გარდაქმნით.

Tor იყენებს ტექსტურ ფაილს სახელწოდებით torrc რომელიც შეიცავს კონფიგურაციის მითითებებს, როგორ უნდა იმუშაოს Tor-მა. ნაგულისხმევი კონფიგურაცია გამოსადეგია Tor-ის უმეტესი მომხმარებელთათვის (გამომდინარე ზედა გაფრთხილებიდან).

Tor-ბრაუზერის torrc ფაილის მოსანახად მიჰყევით მითითებებს თქვენი საოპერაციო სისტემის შესაბამისად.

Windows და Linux:

  • ფაილი torrc მდებარეობს Tor-ბრაუზერის Data-საქაღალდეში მისამართზე Browser/TorBrowser/Data/Tor თქვენი Tor-ბრაუზერის ძირითადი საქაღალდის ქვეშ.

macOS-ზე:

  • ფაილი torrc მდებარეობს Tor-ბრაუზერის Data-საქაღალდეში მისამართზე ~/Library/Application Support/TorBrowser-Data/Tor.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკის (Library) საქაღალდე დამალულია macOS-ის ახალ ვერსიებში. Finder-ში მის მოსანახად, აირჩიეთ „Go to Folder...“ მენიუდან „Go“.
  • შემდეგ აკრიფეთ ~/Library/Application Support/ მოცემულ ფანჯარაში და დაწკაპეთ Go.

დახურეთ Tor-ბრაუზერი სანამ ჩაასწორებდეთ ფაილს torrc, წინააღმდეგ შემთხვევაში, Tor-ბრაუზერმა შესაძლოა წაშალოს თქვენი ცვლილებები. ზოგ პარამეტრს არ ექნება გავლენა, ვინაიდან Tor-ბრაუზერი გადააწერს მათ ბრძანებათა ველის პარამეტრებს, როცა გაეშვება Tor.

იხილეთ ნიმუშად torrc ფაილი, ცნობილი კონფიგურაციების მაგალითებისთვის. კონფიგურაციის სხვა პარამეტრებისთვის, იხილეთ Tor-ის სახელმძღვანელო. დაიხსომეთ, ხაზი რომელიც იწყება # ნიშნით torrc ფაილში წარმოადგენს მხოლოდ შენიშვნას და არ აქვს გავლენა Tor-ის კონფიგურაციაზე.