რა სახელიც არ უნდა ერქვას, „ინკოგნიტო რეჟიმი“ იქნება თუ „პირადი ფანჯრები“, არცერთი არ ფარავს თქვენს ვინაობას ინტერნეტში. მათი გამოყენების შემდეგ მხოლოდ იშლება მონახულებული გვერდების მონაცემები თქვენი კომპიუტერიდან, მაგრამ ეს ვერ დაგიცავთ მოქმედებების აღრიცხვისა და მეთვალყურეობისგან ინტერნეტში. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ თვალისმდევნელს ისევე შეუძლია თქვენზე მონაცემების მოგროვება, როგორც ბრაუზერის ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენების დროს.

Tor-ბრაუზერს გააჩნია მონაცემების გასუფთავების ყველა ის შესაძლებლობა, რაც პირად ფანჯრებს და ამასთანავე ნიღბავს IP-მისამართს, გვერდების მონახულების ჩვევებსა და ფარავს მოწყობილობის მახასიათებლებს, რომელთაც იყენებენ ამოსაცნობად და სათვალთვალოდ ვებსივრცეში, შედეგად კი მიიღწევა ჭეშმარიტი პირადულობა, ბრაუზერიდან დანიშნულების საბოლოო წერტილამდე სრული გზის დაბინდვით.

ვრცლად შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ახასიათებს ინკოგნიტო რეჟიმსა თუ პირად ფანჯრებს, იხილავთ Mozilla-ს სტატიაში მცდარი წარმოდგენები პირადი თვალიერების რეჟიმზე.