რასაკვირველია, ჩვეულებრივ შეგიძლიათ სხვა ბრაუზერების გამოყენება. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პირადი მონაცემების დაცვის ის საშუალებები, რომლებიც Tor-ბრაუზერშია წარმოდგენილი, სხვა ბრაუზერებს არ გააჩნია. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ Tor-სა და ნაკლებად უსაფრთხო ბრაუზერებს შორის გადართვისას, ვინაიდან უნებლიეთ შეიძლება არასასურველი ბრაუზერი გამოიყენოთ იმ მოქმედებისთვის, რომლისთვისაც Tor-ის გამოყენებას აპირებდით.