ზოგჯერ Gmail-ით Tor-ის მეშვეობით სარგებლობისას, Google აგდებს შეტყობინებას, რომ ანგარიშში შესაძლოა ვინმე უცხომ შეაღწია. ამ შეტყობინების ფანჯარაში მოცემულია იმ IP-მისამართებისა და ადგილმდებარეობების ჩამონათვალი, საიდანაც წვდომა იყო თქვენს ანგარიშზე.

ჩვეულებრივ, ეს ცრუ განგაშია: Google ხედავს შემოსვლებს სრულიად სხვადასხვა ადგილმდებარეობებიდან, Tor-ის მომსახურების გამო, ამიტომ ფიქრობს რომ უმჯობესია გადაამოწმოს, ანგარიშზე ნამდვილი მფლობელი შემოდის თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს Tor-ის გამოყენების თანმდევი შედეგია, ამ შეტყობინების სრული უგულებელყოფა არ ღირს. მართალია, შესაძლოა ცრუ აღმოჩენა იყოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი Google-ის ფუნთუშები მიიტაცა.

ფუნთუშების მიტაცება შესაძლებელია როგორც ფიზიკური წვდომით კომპიუტერთან, ასევე თქვენს ქსელში მიმოცვლილი მონაცემების მეთვალყურეობით. თეორიულად, მხოლოდ ფიზიკური წვდომითაა შესაძლებელი თქვენი სისტემის ხელყოფა, ვინაიდან Gmail და მსგავსი მომსახურებები, ფუნთუშებს მხოლოდ SSL-კავშირით აგზავნის. In practice, alas, it's way more complex than that.

და თუ ვინმემ მოიპარა თქვენი google-ის ფუნთუშა, შესაძლოა ანგარიშზე შევიდა უჩვეულო ადგილიდან (თუმცა დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვით). მოკლედ, ამ ყველაფრის შეჯამება ისაა, რომ Tor-ბრაუზერით სარგებლობისას, Google-ის უსაფრთხოების ზომები, არასასურველია თქვენთვის, ვინაიდან მრავალ ცრუ განგაშს წარმოშობს. ჯობია სხვა მეთოდებს მიმართოთ, მაგალითად გადახედოთ რამე არეული ხომ არაა თქვენს ანგარიშზე, ან აღრიცხული შესვლის დროები, ემთხვევა თუ არა თქვენს შესვლებს.

ბოლო დროს, Gmail-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩართონ 2-საფეხურიანი დამოწმება ანგარიშებზე შესვლისას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით.