ეს ცნობილი ხარვეზია, რომელიც დროდადრო იჩენს ხოლმე თავს; მაგრამ არ ნიშნავს, რომ Google მავნე პროგრამად მიიჩნევს Tor-ს.

როცა Tor-ით სარგებლობთ, თქვენ აგზავნით მოთხოვნებს გამსვლელი წერტილის მეშვეობით, რომელსაც შესაძლოა ათასობით სხვა მომხმარებელიც იყენებდეს. Tor-ის მოხმარებისას ამ შეტყობინებას მაშინ იხილავთ, როცა Tor-ის ბევრი მომხმარებელი გაუგზავნის Google-ს მოთხოვნებს მცირე დროში. Google მონაცემთა გაზრდილ მოცულობას ერთი IP-მისამართიდან (იმ გამსვლელი წერტილის, რომელიც მოგენიჭათ) მიიჩნევს მის საიტზე მიტანილ „იერიშად“, რის გამოც დროებით ანელებს კავშირის მცდელობებს ამ IP-მისამართიდან.

შეგიძლიათ მოსინჯოთ „ახალი წრედი ამ საიტისთვის“ განსხვავებული IP-მისამართით შესასვლელად.

კიდევ ერთი ახსნაა, რომ Google ცდილობს აღმოაჩინოს გარკვეული სახის მეთვალყურე და მავნე პროგრამები, რომლებიც აგზავნის ცალკეულ მოთხოვნებს Google-ის საძიებოში. იგი ინიშნავს ამ IP-მისამართებს, რომლებიდანაც იღებს ასეთ მოთხოვნებს (არ იცის რომ Tor-ის გამსვლელი წერტილებია) და ცდილობს გაგაფრთხილოთ, რომ ამ IP-მისამართებიდან მომავალი კავშირი მიუთითებს დაინფიცირებაზე.

ჩვენი ცნობებით, Google არ ცდილობს აღმოჩენას ან განზრახ შეზღუდვას Tor-ის გამოყენების. შეტყობინებები დაინფიცირებაზე წყდება მოკლე დროის შემდეგ.