Google იყენებს „გეოლოკაციას“ მომხმარებლის ადგილმდებარეობის დასადგენად, რომ თქვენზე მორგებული მომსახურება შემოგთავაზოთ. მათ შორისაა ენა, რომელსაც მიიჩნევს თქვენთვის უმჯობესად და აგრეთვე განსხვავებული სახის შედეგები.

თუ გსურთ Google იხილოთ ინგლისურად, დაწკაპეთ შესაბამის ბმულზე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს Tor-ის უპირატესი შესაძლებლობაა და არა ნაკლი --- ინტერნეტი არაა ერთგვაროვანი, სინამდვილეში იგი განსხვავებულად გამოიყურება იმისდა მიხედვით, თუ სად იმყოფებით. ეს შესაძლებლობა კი ხალხს ამ ჭეშმარიტებას ახსენებს.

შენიშნავდით, რომ Google ძიებისას მისამართით გადასცემს სახელი/მნიშვნელობის წყვილს ცვლადებად დასახელებით „hl“. თუ მიუთითებთ რომ „hl“ იყოს „en“, მაშინ Google ძიების შედეგებს დააბრუნებს ინგლისურად, მიუხედავად იმისა, თუ Google-ის რომელ სერვერზე გადაგამისამართებთ. ჩასწორებული ბმული იქნება შემდეგნაირი:

https://encrypted.google.com/search?q=online%20anonymity&hl=en

მეორე გზაა, მხოლოდ თქვენი ქვეყნის კოდით გამოიყენოთ Google. ეს შეიძლება იყოს google.ge, google.de, google.us და ა. შ.