Tor-ბრაუზერის 6.0.6 გამოშვებიდან მოყოლებული მთავარ საძიებო სისტემად მითითებულია DuckDuckGo. უკვე დიდი ხანია, რაც Disconnect-ს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Tor-ბრაუზერში, აღარ ჰქონდა წვდომა Google-ის ძიების შედეგებთან. ვინაიდან, Disconnect წარმოადგენს მაკავშირებელ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს სხვა საძიებო სისტემების არჩევის საშუალებას, საბოლოოდ მხოლოდ Bing-ის შედეგებს იძლეოდა, რაც უმეტეს შემთხვევაში, არასათანადო ხარისხის იყო. DuckDuckGo არ აღირცხავს, არ აგროვებს და არ აზიარებს მომხმარებლის პირად მონაცემებს ან მათ მიერ მონახულებული გვერდების ისტორიას და შესაბამისად, მიიჩნევა პირადულობის საუკეთესო დამცველად. სხვა საძიებო სისტემების უმეტესობა აღრიცხავს თქვენს ძიებებს და თან ურთავს ინფორმაციას, როგორიცაა დროის ნიშნული, თქვენი IP-მისამართი და თქვენი ანგარიშის მონაცემებიც, თუ შესული ხართ.