არის საშუალება Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევად დაყენებისა, მაგრამ ყოველთვის და ყველა საოპერაციო სისტემაზე არ მოქმედებს.
Tor-ბრაუზერი მუშაობისას ცდილობს სრულად გამიჯნოს თავი დანარჩენი სისტემისგან და მისი ნაგულისხმევ ბრაუზერად დაყენება არ იქნება მიზანშეწონილი.
შედეგად, საიტი შესაძლოა ხან Tor-ბრაუზერში გაიხსნას, ხან კი სხვა ბრაუზერში. ეს კი მეტად სახიფათო და ხელის შემშლელია ვინაობის გამხელისგან დაცვისთვის.