Tor-ბრაუზერით კავშირისას უმეტეს შემთხვევაში ჩანს, რომ მსოფლიოს სულ სხვა წერტილიდან შედიხართ საიტზე. ზოგიერთმა მათგანმა კი, მაგალითად ბანკებმა ან ელფოსტის მომსახურების მომწოდებლებმა, ეს შეიძლება აღიქვას თქვენი ანგარიშის უკანონო ხელყოფად და მასზე წვდომის უფლება სრულად შეზღუდოს.

ერთადერთი გზა ამის მოსაგვარებლად ანგარიშის აღდგენაა საიტზე მოცემული მითითებების მიხედვით ან მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება და მათთვის არსებული მდგომარეობის ახსნა.

ამ ყველაფრის არიდება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მომსახურების მომწოდებელი გთავაზობთ 2-ბიჯიან დამოწმებას ანგარიშზე შესვლისას, რაც დაცვის გაცილებით უკეთეს საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე IP-მისამართების გამოყენება. დაუკავშირდით თქვენი მომსახურების მომწოდებელს და ჰკითხეთ, აქვთ თუ არა 2FA.