Tor-ბრაუზერში ორი გზაა კავშირის წრედის შეცვლისთვის — „ახალი ვინაობა“ და „ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის“. ორივე პარამეტრი მდებარეობს მთავარ მენიუში („≡“). აგრეთვე, ახალი წრედის მითითება შეგიძლიათ მისამართების ველში არსებული საიტის მონაცემების მენიუდან, ხოლო ახალი ვინაობის ასარჩევად უნდა დაწკაპოთ პატარა მბრწყინავი ცოცხის ნიშანი ეკრანის ზედა მარჯვენა არეში.

ახალი ვინაობა

ეს პარამეტრი გამოსადეგია, თუ გსურთ, რომ თქვენი მომდევნო მოქმედებები ვებგვერდებზე, არ იყოს დაკავშირებული წინა მოქმედებებთან.

შედეგად, ყველა გახსნილი ჩანართი და ფანჯარა დაიხურება, გასუფთავდება პირადი მონაცემები, როგორიცაა ფუნთუშები და ისტორია, შემდეგ კი ახალი კავშირებისთვის, ახალი Tor-წრედები შეიქმნება.

Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, რომ ყველა თქვენი მოქმედება და ჩამოტვირთვა შეწყდება, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, სანამ გამოიყენებთ „ახალ ვინაობას“.

Tor-ბრაუზერის მენიუ

ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის

ეს პარამეტრი გამოსადეგია მაშინ, როცა არსებული გამსვლელი წერტილით ვერ ხერხდება საჭირო საიტთან დაკავშირება ან მისი სათანადოდ ჩატვირთვა. არჩევის შედეგად მიმდინარე/მოქმედი ჩანართი ან ფანჯარა ხელახლა ჩაიტვირთება ახალი Tor-წრედით.

დანარჩენი ჩანართები და ფანჯრები, რომლებშიც იმავე საიტის სხვა გვერდებია გახსნილი, აგრეთვე ახალ წრედს გამოიყენებს, ხელახლა ჩატვირთვის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, პირადი მონაცემები არ წაიშლება და არც თქვენი მოქმედებების განცალკევება არ მოხდება, ასევე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს თქვენს კავშირზე სხვა საიტებთან.

ახალი წრედი ამ საიტისთვის