როცა გაშვებულია Tor-ბრაუზერი, მთავარი მენიუდან (≡) დაწკაპეთ „პარამეტრები“ და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით არეში. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“. იქვე იქნება აღრიცხვის ჩანაწერების ასლის აღების შესაძლებლობა, შემდეგ მისი ჩასმა შეიძლება ტექსტურ რედაქტორში ან ელფოსტის პროგრამაში.

სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:

./start-tor-browser.desktop --verbose

ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log)

./start-tor-browser.desktop --log [file]