ეს ბუნებრივია Tor-ისთვის. პირველ გადამცემს წრედში ეწოდება „შემავალი მცველი“ ანდაც მხოლოდ „მცველი“. იგი წარმოადგენს უსწრაფეს და მდგრად გადამცემს, რომელიც რჩება პირველ ადგილას თქვენს წრედში 2-3 თვით, ცნობილი შეტევებისგან თავის დასაცავად. დანარჩენი წრედი იცვლება თითოეული მონახულებული საიტისთვის და ყველა ეს გადამცემი უზრუნველყოფს პირადი მონაცემების სრულყოფილ დაცვას Tor-ში. ვრცლად მცველი გადამცემების მუშაობის შესახებ იხილეთ სტატია სვეტზე და მასალა შემავალი მცველების თაობაზე.