თუ Tor-ბრაუზერის გამოყენებისას სხვა ბრაუზერსაც გამოიყენებთ, ეს არ იმოქმედებს Tor-ის წარმადობაზე ან უსაფრთხოებაზე.

მიუხედავად ამისა, ყურადღებით იყავით Tor-ისა და სხვა ბრაუზერის ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან თქვენი Tor-მოქმედებები შეიძლება დაიკავშირდეს Tor-ის გარე (ნამდვილი) IP-მისამართით შესრულებულ მოქმედებებს თაგვის ისრის ერთი არასწორი გადაადგილებით.

ანდა შეიძლება დაგავიწყდეთ და შემთხვევით არასანდო ბრაუზერი გამოიყენოთ იმ საქმისთვის, რისთვისაც Tor-ბრაუზერის გამოყენებას გეგმავდით.