იმ საშუალებების შეცვლა, რომლითაც Tor ქმნის კავშირის წრედებს, დაუშვებელია. თქვენ მაღალი დონის უსაფრთხოებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა Tor-ს აძლევთ შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს კავშირი Tor-ქსელში; შემავალი/გამავალი კვანძების ცვლილებამ ან ჩასწორებამ, შეიძლება გაამხილოს თქვენი ვინაობა. თუ თქვენი მიზანი მხოლოდ იმ მასალებთან წვდომაა, რომლებიც ცალკეულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მაშინ გირჩევნიათ VPN-ის გამოყენება Tor-ის სანაცვლოდ. გაითვალისწინეთ, რომ VPN-მომსახურებებს არ გააჩნია პირადი მონაცემების დაცვის ის საშუალებები, რომლებიც Tor-ს აქვს, თუმცა გამოსადეგია ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გადასაწყვეტად.