სამწუხაროდ, Tor-ბრაუზერი ჯერჯერობით არაა გამოშვებული Chrome OS-ისთვის. შეგიძლიათ გაუშვათ Tor-ბრაუზერი Android-ისთვის Chrome OS-ზე. გაითვალისწინეთ, რომ Tor-ის მობილური ვერსიის Chrome OS-ზე გამოყენებისას, იხილავთ საიტის მობილურ ვერსიებს (სრულის ნაცვლად). გამომდინარე იქიდან, რომ არ ვზედამხედველობთ Chrome OS-ზე პროგრამის მუშაობას, ვერ დავადასტურებთ, სათანადოდ მოქმედებს თუ არა Android-ისთვის განკუთვნილი Tor-ბრაუზერის ყველა შესაძლებლობა პირადულობის უზრუნველსაყოფად.