Flash გათიშულია Tor-ბრაუზერში და რჩევაა, არ სცადოთ მისი ჩართვა. ჩვენ მიგვაჩნია რომ Flash არცერთი ბრაუზერისთვის არაა უსაფრთხო – იგი მეტად დაუცველი პროგრამული ნაწილია, რომლის გამოყენებითაც ადვილადაა შესაძლებელი თქვენი პირადი მონაცემების ხელყოფა ან დაზიანება. საბედნიეროდ, საიტების, მოწყობილობებისა და ბრაუზერების უმეტესობაში უკვე აღარ გამოიყენება Flash.