ფაილი რომელიც ჩამოტვირთეთ და გაუშვით, აგარჩევინებდათ დაყენების ადგილს. თუ არ გახსოვთ რა ადგილი იყო მითითებული, უმეტეს შემთხვევაში ჩამოტვირთვების ან სამუშაო ეკრანის საქაღალდე არის ხოლმე.

Windows-ისთვის განკუთვნილ პროგრამაში ნაგულისხმევი პარამეტრებით ასევე იქმნება ხოლმე მალსახმობი სამუშაო ეკრანზე, თუ მასზე შემთხვევით არ მოხსენით მონიშვნა.

თუ ამ საქაღალდეებშიც ვერ მონახეთ, ჩამოტვირთეთ ხელახლა და დააკვირდით, რომელი საქაღალდეა მითითებული ჩამოტვირთვის მდებარეობად. შეცვალეთ იმ მდებარეობით, რომელსაც მარტივად დაიხსომებთ და ჩამოტვირთვის დასრულების შემდგომ Tor-ბრაუზერის საქაღალდეს იხილავთ მანდ.