ანტივირუსების ან მავნე პროგრამების დაცვის ხელსაწყოების უმეტესობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, „გამონაკლისებში“ დაამატოს ცალკეული პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ ზღუდავს. გთხოვთ გახსნათ თქვენი ანტივირუსი ან მავნე პროგრამებისგან დაცვა და პარამეტრებში მონახოთ „ნებადართულთა“ სია ან რამე ამდაგვარი. შემდეგ კი მიუთითეთ შემდეგი პროცესები:

  • Windows-ისთვის
    • firefox.exe
    • tor.exe
    • lyrebird.exe (თუ გადამცემ ხიდებს იყენებთ)
    • snowflake-client.exe
  • macOS-ისთვის
    • Tor-ბრაუზერი
    • tor.real
    • lyrebird (თუ გადამცემ ხიდებს იყენებთ)
    • snowflake-client

ბოლოს კი ხელახლა გაუშვით Tor-ბრაუზერი. ამან წესით უნდა მოაგვაროს თქვენი ხარვეზი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ანტივირუსი, მაგალითად Kaspersky, შესაძლოა ზღუდავდეს Tor-ს ქსელის დონეზეც.