Tor-ბრაუზერის ყოველი ახალი მდგრადი ვერსიის გამოშვებისას ჩვენს სიახლეების სვეტზე იწერება სტატია, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული ახალი შესაძლებლობები და არსებული ხარვეზები. თუ რამე ხარვეზი იქნება Tor-ბრაუზერის განახლების შემდგომ, იხილეთ blog.torproject.org Tor-ბრაუზერის უახლესი მდგრადი ვერსიის შესახებ და შეამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული ხარვეზი ჩამონათვალში. თუ თქვენი ხარვეზი არ აღმოჩნდა ჩამონათვალში, გთხოვთ ჯერ გადაამოწმოთ Tor-ბრაუზერის ხარვეზების აღმნუსხავში, შემდეგ კი წამოიწყოთ განხილვა GitLab-ზე გადახდენილი შემთხვევის შესახებ.