Tor-ბრაუზერი ნაგულისხმევად ეშვება ფანჯრის ზომებით, დამრგვალებული 200px x 100px ჯერად რიცხვებამდე, ეკრანის გაფართოების ამოცნობის აღსაკვეთად. ამ მიდგომის მთავარი არსია, მომხმარებლების ჯგუფებად გაერთიანება ისე, რომ გართულდეს თითოეულის ცალკე გამორჩევა. ეს მუშაობს მანამ, სანამ მომხმარებელი არ შეცვლის ფანჯრის ზომებს (მაგ. გაადიდებს ბოლომდე ან გამოიყენებს სრულეკრანიან რეჟიმს). Tor-ბრაუზერს ამგვარი შემთხვევებისთვისაც აქვს ამოცნობის დაცვის საშუალება, როგორიცაა „ჩარჩოების შემოვლება“ ანუ Letterboxing, ხერხი, შემუშავებული Mozilla-ს მიერ და წარმოდგენილი 2019 წელს. იგი ამატებს თეთრ არეებს ბრაუზერის ფანჯარის ირგვლივ, შედეგად ნარჩუნდება სასურველი ზომა, რომელიც იცავს მომხმარებელს მონიტორის ზომების დადგენისა და ამოცნობისგან.

სხვა სიტყვებით, აღნიშნული შესაძლებლობა ქმნის ერთნაირი ეკრანის ზომის მქონე მომხმარებელთა ჯგუფებს, ეს კი გაართულებს ცალკეული მომხმარებლის გამორჩევას მისი ეკრანის ზომებით მით უფრო, რაც მეტ მომხმარებელს ექნება იმავე ზომების ეკრანი.

letterboxing