არა. Tor-ბრაუზერი ღია წყაროს პროგრამაა და ვრცელდება უფასოდ. ნებისმიერი ბრაუზერი, რომელიც თანხის გადახდას გაიძულებთ და თავს Tor-ბრაუზერად ასაღებს, არის ყალბი. დარწმუნდით, რომ Tor-ბრაუზერს ნამდვილად ჩვენი ჩამოტვირთვების გვერდიდან იწერთ. ჩამოტვირთვის შემდგომ შეგიძლიათ დარწმუნდეთ Tor-ბრაუზერის ნამდვილობაში ხელმოწერის დამოწმებით. თუ ვერ ახერხებთ ჩვენს საიტთან წვდომას, მაშინ იხილეთ ცენზურის განყოფილება Tor-ბრაუზერის სხვა გზებით ჩამოტვირთვის შესახებ.

თუ უკვე გადაიხადეთ ფული ყალბ პროგრამაში, რომელიც თავს Tor-ბრაუზერად ასაღებდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის ანაზღაურება Apple-ისგან ან Play Store-ისგან, ანდა მიმართოთ ბანკს თაღლითური გადარიცხვის გასაჩივრებით. ჩვენ ვერ აგინაზღაურებთ სხვა კომპანიისთვის გადარიცხულ თანხას.

ყალბი Tor-ბრაუზერების შესახებ შეგიძლიათ გვაცნობოთ frontdesk@torproject.org