ზოგიერთი ანტივირუსული პროგრამა აგდებს მავნე პროგრამის და/ან დაუცველობის შესახებ გაფრთხილებებს Tor-ბრაუზერის გაშვებისას. თუ ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერი ჩვენი მთავარი საიტიდან ან გამოიყენეთ GetTor, ანდა დამოწმებული გაქვთ, მაშინ ცრუ განგაშია და შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ. ზოგიერთი ანტივირუსი მიიჩნევს, რომ ფაილები რომლებიც ბევრ მომხმარებელთან არ აქვს შემჩნეული, საეჭვოა. იმაში დასადასტურებლად, რომ ჩამოტვირთული Tor-პროგრამა ნამდვილად ჩვენი შექმნილია და ვინმე შემტევს არ გადაუკეთებია, შეგიძლიათ დაამოწმოთ Tor-ბრაუზერის ხელმოწერა. აგრეთვე შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული პროცესებისთვის ნების დართვა, რომ ანტივირუსებმა არ შეზღუდონ Tor-ბრაუზერთან წვდომა.