Tor Browser

ციფრული ხელმოწერით შეიძლება დადასტურება, რომ მოცემული კრებული ხელუხლებლადაა შენარჩუნებული იმ სახით, როგორითაც შემმუშავებელმა შექმნა. ქვემოთ აგიხსნით, თუ რატომაა მნიშვნელოვანი და როგორ ხდება შემოწმება იმის, რომ თქვენ მიერ ჩამოტვირთული Tor-ბრაუზერი ნამდვილად ჩვენი შექმნილია და არაა შემტევის მიერ გადაკეთებული.

თითოეულ ფაილს ჩვენი ჩამოტვირთვის გვერდზე თან ახლავს იმავე დასახელების ფაილი გაფართოებით „.asc“. ეს .asc ფაილები წარმოადგენს OpenPGP-ხელმოწერებს. ისინი საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ, ჩამოტვირთული ფაილი ნამდვილად ჩვენგანაა თქვენთვის განკუთვნილი თუ არა. ბრაუზერების მიხედვით სხვადასხვაა, მაგრმა ზოგადად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ეს ფაილი მარჯვენა წკაპით „ხელმოწერის“ ბმულზე და აირჩიოთ „ფაილის შენახვა“.

მაგალითად, tor-browser-windows-x86_64-portable-13.0.1.exe ფაილს თან ახლავს ფაილი tor-browser-windows-x86_64-portable-13.0.1.exe.asc. ესაა ფაილთა დასახელებების ნიმუში და ზუსტად არ დაემთხვევა იმ ფაილთა სახელებს, რომლებიც ჩამოტვირთეთ.

ახლა გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ფაილის ციფრული ხელმოწერის დამოწმება სხვადასხვა საოპერაციო სისტემაზე. გაითვალისწინეთ, რომ ხელმოწერა დათარიღებულია კრებულის ხელმოწერის დროით. შესაბამისად, ყოველი ახალი ფაილის ატვირთვისას ახალი ხელმოწერა იქმნება ახალი თარიღით. ხელმოწერის დამოწმების შემთხვევაში შეგიძლიათ, არ იღელვოთ აღნიშნულ თარიღებს შორის სხვაობაზე.

GnuPG-ის დაყენება

პირველ რიგში საჭიროა, გეყენოთ GnuPG შემოწმების დაწყებამდე.

Windows-მომხმარებლებისთვის:

Windows-ზე გასაშვებად ჩამოტვირთეთ Gpg4win და დააყენეთ.

ხელმოწერის დასამოწმებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ბრძანების შეყვანა windows-ის ბრძანებათა ველში – cmd.exe.

macOS-ის მომხმარებელთათვის:

თუ გიყენიათ macOS, შეგიძლიათ დააყენოთ GPGTools.

ხელმოწერის დასამოწმებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ბრძანების შეყვანა ტერმინალში (Applications – Terminal).

GNU/Linux-მომხმარებლებისთვის:

თუ GNU/Linux-ს იყენებთ, მაშინ GnuPG, სავარაუდოდ, უკვე დაყენებული იქნება თქვენს სისტემაში, ვინაიდან GNU/Linux-სისტემების უმეტესობას თავისთავად მოჰყვება.

ხელმოწერის დასამოწმებლად, დაგჭირდებათ რამდენიმე ბრძანების შეყვანა ტერმინალის ფანჯარაში. თუ როგორ, დამოკიდებულია სისტემის სახეობაზე.

Tor-ის შემმუშავებლის გასაღების მიღება

Tor-ბრაუზერის გამოშვებები ხელმოწერილია Tor-ბრაუზერის გუნდის მიერ. Tor-ბრაუზერის შემმუშავებლის ხელმოწერის გასაღების შეტანა (0xEF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290):

gpg --auto-key-locate nodefault,wkd --locate-keys torbrowser@torproject.org

წესით უნდა გამოჩნდეს მსგავსი რამ:

gpg: key 4E2C6E8793298290: public key "Tor Browser Developers (signing key) <torbrowser@torproject.org>" imported
gpg: Total number processed: 1
gpg:               imported: 1
pub   rsa4096 2014-12-15 [C] [expires: 2025-07-21]
      EF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290
uid           [ unknown] Tor Browser Developers (signing key) <torbrowser@torproject.org>
sub   rsa4096 2018-05-26 [S] [expires: 2020-12-19]

თუ შეცდომა ამოგიგდოთ, რაღაც წესრიგში არაა და იქამდე ვერ შეძლებთ განაგრძოთ, სანამ არ გაარკვევთ რა არ მუშაობს. გასაღების სხვა გზით შემოსატანად, იხილეთ დროებითი გამოსავალი (საჯარო გასაღებით).

გასაღების შეტანის შემდეგ შეგეძლებათ ფაილში შენახვა (ამოიცანით მისივე ანაბეჭდით აქ):

gpg --output ./tor.keyring --export 0xEF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290

ამ ბრძანების შედეგები გასაღებში ჩაიწერება ფაილში, მისამართზე ./tor.keyring, ანუ მიმდინარე საქაღალდეში. თუ ./tor.keyring არ იარსებებს ამ ბრძანების გაშვების შემდგომ, ესე იგი რაღაც არასწორად წარიმართა და მანამ ვერ განაგრძობთ, სანამ არ გაარკვევთ, რა არ მუშაობს.

ხელმოწერის დამოწმება (signature)

ჩამოტვირთული კრებულის ხელმოწერის დასამოწმებლად, საჭიროა აგრეთვე ჩამოტვირთოთ თანმხლები „.asc“ ხელმოწერის ფაილიც, ისევე როგორც თავად დასაყენებელი ფაილი, შემდეგ კი შესაბამისი ბრძანებით GnuPG დაამოწმებს ამ ფაილს.

ქვემოთ მოცემული მაგალითების მიხედვით, ჩამოტვირთული ფაილები განთავსებული უნდა იყოს თქვენს „Downloads“ საქაღალდეში. Note that these commands use example file names and yours will be different: you will need to replace the example file names with exact names of the files you have downloaded.

For Windows users (change x86_64 to i686 if you have the 32-bit package):

gpgv --keyring .\tor.keyring Downloads\tor-browser-windows-x86_64-portable-13.0.1.exe.asc Downloads\tor-browser-windows-x86_64-portable-13.0.1.exe

macOS-ის მომხმარებელთათვის:

gpgv --keyring ./tor.keyring ~/Downloads/tor-browser-macos-13.0.1.dmg.asc ~/Downloads/tor-browser-macos-13.0.1.dmg

For GNU/Linux users (change x86_64 to i686 if you have the 32-bit package):

gpgv --keyring ./tor.keyring ~/Downloads/tor-browser-linux-x86_64-13.0.1.tar.xz.asc ~/Downloads/tor-browser-linux-x86_64-13.0.1.tar.xz

The result of the command should contain:

gpgv: Good signature from "Tor Browser Developers (signing key) <torbrowser@torproject.org>"

თუ ამოაგდო შეცდომა „No such file or directory“, რაღაც არასწორად წარიმართა წინა საფეხურებზე ან დაგავიწყდათ, რომ ამ ბრძანებებში სახელთა მაგალითებია მოცემული და თქვენი შესაძლოა განსხვავდებოდეს.

Refreshing the PGP key

Run the following command to refresh the Tor Browser Developers signing key in your local keyring from the keyserver. This will also fetch the new subkeys.

gpg --refresh-keys EF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290

დროებითი გამოსავალი (საჯარო გასაღებით)

თუ გადააწყდით შეცდომებს, რომლებსაც ვერ აგვარებთ, სანაცვლოდ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და გამოიყენო ეს საჯარო გასაღები. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლოთ შემდეგი ბრძანებითაც:

curl -s https://openpgpkey.torproject.org/.well-known/openpgpkey/torproject.org/hu/kounek7zrdx745qydx6p59t9mqjpuhdf |gpg --import -

Tor-ბრაუზერის შემმუშავებლების გასაღები ხელმისაწვდომია მისამართზე keys.openpgp.org და შეიძლება ჩამოიტვირთოს ბმულიდან https://keys.openpgp.org/vks/v1/by-fingerprint/EF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290. თუ გიყენიათ MacOS ან GNU/Linux, გასაღების მიღება, ასევე შესაძლებელია შემდეგი ბრძანებით:

gpg --keyserver keys.openpgp.org --search-keys EF6E286DDA85EA2A4BA7DE684E2C6E8793298290

აგრეთვე, თუ სურვილი გაქვთ, იხილეთ ვრცლად GnuPG-ის შესახებ.

ფაილი რომელიც ჩამოტვირთეთ და გაუშვით, აგარჩევინებდათ დაყენების ადგილს. თუ არ გახსოვთ რა ადგილი იყო მითითებული, უმეტეს შემთხვევაში ჩამოტვირთვების ან სამუშაო ეკრანის საქაღალდე არის ხოლმე.

Windows-ისთვის განკუთვნილ პროგრამაში ნაგულისხმევი პარამეტრებით ასევე იქმნება ხოლმე მალსახმობი სამუშაო ეკრანზე, თუ მასზე შემთხვევით არ მოხსენით მონიშვნა.

თუ ამ საქაღალდეებშიც ვერ მონახეთ, ჩამოტვირთეთ ხელახლა და დააკვირდით, რომელი საქაღალდეა მითითებული ჩამოტვირთვის მდებარეობად. შეცვალეთ იმ მდებარეობით, რომელსაც მარტივად დაიხსომებთ და ჩამოტვირთვის დასრულების შემდგომ Tor-ბრაუზერის საქაღალდეს იხილავთ მანდ.

Tor-ბრაუზერის ყოველი ახალი მდგრადი ვერსიის გამოშვებისას ჩვენს სიახლეების სვეტზე იწერება სტატია, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული ახალი შესაძლებლობები და არსებული ხარვეზები. თუ რამე ხარვეზი იქნება Tor-ბრაუზერის განახლების შემდგომ, იხილეთ blog.torproject.org Tor-ბრაუზერის უახლესი მდგრადი ვერსიის შესახებ და შეამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული ხარვეზი ჩამონათვალში. თუ თქვენი ხარვეზი არ აღმოჩნდა ჩამონათვალში, გთხოვთ ჯერ გადაამოწმოთ Tor-ბრაუზერის ხარვეზების აღმნუსხავში, შემდეგ კი წამოიწყოთ განხილვა GitLab-ზე გადახდენილი შემთხვევის შესახებ.

გვსურს, ყველას შეეძლოს Tor-ბრაუზერით სარგებლობა მშობლიურ ენაზე. Tor-ბრაუზერი უკვე ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე და ვმუშაობთ კიდევ უფრო მეტის დასამატებლად.

მხარდაჭერილი ენების მიმდინარე ჩამონათვალია:

Language
العربية (ar)
Català (ca)
česky (cs)
Dansk (da)
Deutsch (de)
Ελληνικά (el)
English (en)
Español (es)
ﻑﺍﺮﺴﯾ (fa)
Suomi (fi)
Français (fr)
Gaeilge (ga-IE)
עברית (he)
Magyar nyelv (hu)
Indonesia (id)
Islenska (is)
Italiano (it)
日本語 (ja)
ქართული (ka)
한국어 (ko)
lietuvių kalba (lt)
македонски (mk)
ﺐﻫﺎﺳ ﻡﻼﻳﻭ (ms)
မြမစ (my)
Norsk Bokmål (nb-NO)
Nederlands (nl)
Polszczyzna (pl)
Português Brasil(pt-BR)
Română (ro)
Русский (ru)
Shqip (sq)
Svenska (sv-SE)
ภาษาไทย (th)
Türkçe (tr)
Український (uk)
Tiếng Việt (vi)
简体中文 (zh-CN)
正體字 (zh-TW)

გსურთ, დაგვეხმაროთ თარგმნაში? გახდით Tor-ის მთარგმნელი!

აგრეთვე, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მოცემული ენების შემოწმებაში, თუ დააყენებთ და გამოცდით Tor-ბრაუზერის Alpha-გამოშვებას.

არა. Tor-ბრაუზერი ღია წყაროს პროგრამაა და ვრცელდება უფასოდ. ნებისმიერი ბრაუზერი, რომელიც თანხის გადახდას გაიძულებთ და თავს Tor-ბრაუზერად ასაღებს, არის ყალბი. დარწმუნდით, რომ Tor-ბრაუზერს ნამდვილად ჩვენი ჩამოტვირთვების გვერდიდან იწერთ. ჩამოტვირთვის შემდგომ შეგიძლიათ დარწმუნდეთ Tor-ბრაუზერის ნამდვილობაში ხელმოწერის დამოწმებით. თუ ვერ ახერხებთ ჩვენს საიტთან წვდომას, მაშინ იხილეთ ცენზურის განყოფილება Tor-ბრაუზერის სხვა გზებით ჩამოტვირთვის შესახებ.

თუ უკვე გადაიხადეთ ფული ყალბ პროგრამაში, რომელიც თავს Tor-ბრაუზერად ასაღებდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის ანაზღაურება Apple-ისგან ან Play Store-ისგან, ანდა მიმართოთ ბანკს თაღლითური გადარიცხვის გასაჩივრებით. ჩვენ ვერ აგინაზღაურებთ სხვა კომპანიისთვის გადარიცხულ თანხას.

ყალბი Tor-ბრაუზერების შესახებ შეგიძლიათ გვაცნობოთ frontdesk@torproject.org

Tor Browser is currently available on Windows, Linux, macOS, and Android.

On Android, The Guardian Project also provides the Orbot app to route other apps on your Android device over the Tor network.

There is no official version of Tor Browser for iOS yet, as explained in this blog post. Our best available recommendation is Onion Browser.

სამწუხაროდ, Tor-ბრაუზერი ჯერჯერობით არაა გამოშვებული Chrome OS-ისთვის. შეგიძლიათ გაუშვათ Tor-ბრაუზერი Android-ისთვის Chrome OS-ზე. გაითვალისწინეთ, რომ Tor-ის მობილური ვერსიის Chrome OS-ზე გამოყენებისას, იხილავთ საიტის მობილურ ვერსიებს (სრულის ნაცვლად). გამომდინარე იქიდან, რომ არ ვზედამხედველობთ Chrome OS-ზე პროგრამის მუშაობას, ვერ დავადასტურებთ, სათანადოდ მოქმედებს თუ არა Android-ისთვის განკუთვნილი Tor-ბრაუზერის ყველა შესაძლებლობა პირადულობის უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროდ, ოფიციალურად არაა მხარდაჭერილი Tor-ბრაუზერის გამოყენება *BSD-ზე. არსებობს TorBSD-პროექტი, მაგრამ არც მათი Tor-ბრაუზერი არაა ოფიციალურად მხარდაჭერილი.

Tor-ბრაუზერმა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ნელა იმუშაოს სხვა ბრაუზერებთან შედარებით. Tor-ქსელს ყოველდღიურად ჰყავს მილიონზე მეტი მომხმარებელი და მხოლოდ 6000 გადამცემი ემსახურება ქსელში მიმოცვლილ მონაცემებს, შესაბამისად, სერვერებზე დატვირთვა ზოგჯერ დაყოვნება იწვევს ხოლმე. ვინაიდან თქვენი მიმოცვლილი მონაცემები მისამართდება მოხალისეთა სერვერებზე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მცირე შეფერხებები და ქსელის დაყოვნება ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას. ქსელში სიჩქარის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაგვეხმაროთ საკუთარი გადამცემის გაშვებით ან სხვებისთვის იმავეს შეთავაზებით. For the much more in-depth answer, see Roger's blog post on the topic and Tor's Open Research Topics: 2018 edition about Network Performance. You can also checkout our recent blog post Tor Network Defense Against Ongoing Attacks, which discusses the Denial of Service (DoS) attacks on the Tor Network. Furthermore, we have introduced a Proof-of-Work Defense for Onion Services to help mitigate some of these attacks. მოკლედ, როგორც აღინიშნა, Tor იმაზე სწრაფია, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო და რამე განსაკუთრებული სხვაობა დანარჩენ ბრაუზერებთან შედარებით არც შეიმჩნევა ხოლმე.

რა სახელიც არ უნდა ერქვას, „ინკოგნიტო რეჟიმი“ იქნება თუ „პირადი ფანჯრები“, არცერთი არ ფარავს თქვენს ვინაობას ინტერნეტში. მათი გამოყენების შემდეგ მხოლოდ იშლება მონახულებული გვერდების მონაცემები თქვენი კომპიუტერიდან, მაგრამ ეს ვერ დაგიცავთ მოქმედებების აღრიცხვისა და მეთვალყურეობისგან ინტერნეტში. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ თვალისმდევნელს ისევე შეუძლია თქვენზე მონაცემების მოგროვება, როგორც ბრაუზერის ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენების დროს.

Tor-ბრაუზერს გააჩნია მონაცემების გასუფთავების ყველა ის შესაძლებლობა, რაც პირად ფანჯრებს და ამასთანავე ნიღბავს IP-მისამართს, გვერდების მონახულების ჩვევებსა და ფარავს მოწყობილობის მახასიათებლებს, რომელთაც იყენებენ ამოსაცნობად და სათვალთვალოდ ვებსივრცეში, შედეგად კი მიიღწევა ჭეშმარიტი პირადულობა, ბრაუზერიდან დანიშნულების საბოლოო წერტილამდე სრული გზის დაბინდვით.

ვრცლად შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ახასიათებს ინკოგნიტო რეჟიმსა თუ პირად ფანჯრებს, იხილავთ Mozilla-ს სტატიაში მცდარი წარმოდგენები პირადი თვალიერების რეჟიმზე.

არის საშუალება Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევად დაყენებისა, მაგრამ ყოველთვის და ყველა საოპერაციო სისტემაზე არ მოქმედებს. Tor Browser works hard to isolate itself from the rest of your system, and the steps for making it the default browser are unreliable. This means sometimes a website would load in Tor Browser, and sometimes it would load in another browser. This type of behavior can be dangerous and break anonymity.

ჩვენ დაჟინებით გირჩევთ არ გამოიყენოთ Tor რომელიმე სხვა ბრაუზერით, გარდა Tor-ბრაუზერისა. Tor-ის სხვა ბრაუზერით გამოყენებისას დაუცველი დარჩებით პირადი მონაცემების უსაფრთხოების იმ საშუალებების გარეშე, რომლებიც Tor-ბრაუზერს გააჩნია.

რასაკვირველია, ჩვეულებრივ შეგიძლიათ სხვა ბრაუზერების გამოყენება. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ პირადი მონაცემების დაცვის ის საშუალებები, რომლებიც Tor-ბრაუზერშია წარმოდგენილი, სხვა ბრაუზერებს არ გააჩნია. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ Tor-სა და ნაკლებად უსაფრთხო ბრაუზერებს შორის გადართვისას, ვინაიდან უნებლიეთ შეიძლება არასასურველი ბრაუზერი გამოიყენოთ იმ მოქმედებისთვის, რომლისთვისაც Tor-ის გამოყენებას აპირებდით.

თუ Tor-ბრაუზერის გამოყენებისას სხვა ბრაუზერსაც გამოიყენებთ, ეს არ იმოქმედებს Tor-ის წარმადობაზე ან უსაფრთხოებაზე.

მიუხედავად ამისა, ყურადღებით იყავით Tor-ისა და სხვა ბრაუზერის ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან თქვენი Tor-მოქმედებები შეიძლება დაიკავშირდეს Tor-ის გარე (ნამდვილი) IP-მისამართით შესრულებულ მოქმედებებს თაგვის ისრის ერთი არასწორი გადაადგილებით.

ანდა შეიძლება დაგავიწყდეთ და შემთხვევით არასანდო ბრაუზერი გამოიყენოთ იმ საქმისთვის, რისთვისაც Tor-ბრაუზერის გამოყენებას გეგმავდით.

მხოლოდ Tor-ბრაუზერით მიმოცვლილი მონაცემები გაივლის Tor-ქსელში. სისტემაში არსებული სხვა ნებისმიერი პროგრამის (მათ შორის სხვა ბრაუზერების) კავშირი არ იყენებს Tor-ქსელს, შესაბამისად არაა დაცული. მათი გამართვა ცალკეა საჭირო Tor-ის გამოსაყენებლად. If you need to be sure that all traffic will go through the Tor network, take a look at the Tails live operating system which you can start on almost any computer from a USB stick or a DVD.

ჩვენ არ გირჩევთ რამდენიმე Tor-ბრაუზერის ერთდროულად გაშვებას, ვინაიდან სათანადოდ შეიძლება ვერ იმუშაოს სისტემების უმეტესობაზე.

Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox ESR-ზე, ასე რომ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს Firefox-სთან დაკავშირებულ შეცდომებს. გთხოვთ დარწმუნდით, რომ Tor-ბრაუზერი უკვე არაა გაშვებული და მის ფაილებს ათავსებთ იმ საქაღალდეში, რომელშიც თქვენს ანგარიშს გააჩნია საჭირო ნებართვები. თუ გიყენიათ ანტივირუსი, იხილეთ ჩემი ანტივირუსი/მავნე პროგრამების დაცვა არ მაძლევს Tor-ბრაუზერთან წვდომის საშუალებას, ხშირია შემთხვევა, როცა ანტივირუსი/მავნე პროგრამების ასარიდებელი დაცვა ქმნის ამგვარ დაბრკოლებებს.

Tor-ბრაუზერი წარმოადგენს Firefox-ის გადამუშავებულ ვერსიას, მორგებულს საგანგებოდ Tor-ზე. A lot of work has been put into making Tor Browser, including the use of extra patches to enhance privacy and security. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია Tor-ის სხვა ბრაუზერებით გამოყენებაც, შედეგად თქვენ დაუცველი დარჩებით შესაძლო შეტევებისა და მონაცემების გაჟონვისგან, შესაბამისად, დაჟინებით გირჩევთ, არ სცადოთ ეს. იხილეთ ვრცლად Tor-ბრაუზერის იერსახის შესახებ.

Bookmarks in Tor Browser for Desktop can be exported, imported, backed up, restored as well as imported from another browser. The instructions are similar on Windows, macOS and Linux. თქვენი სანიშნების სამართავად Tor-ბრაუზერში, გახსენით:

  • მთავარი მენიუ >> სანიშნები >> სანიშნების მართვა (მენიუს ბოლოში)
  • From the toolbar on the Library window, click on the option to 'Import and Backup'.

თუ გსურთ სანიშნების გატანა

  • აირჩიეთ სანიშნების HTML-ად გატანა
  • სანიშნების ფაილად გატანის ფანჯარაში აირჩიეთ შესანახი მდებარეობა ფაილისთვის, რომელსაც ერქმევა bookmarks.html ნაგულისხმევად. სამუშაო ეკრანი ჩვეულებრივ კარგი არჩევანია, თუმცა ნებისმიერი ადვილად დასამახსოვრებელი ადგილიც გამოდგება.
  • დაწკაპეთ შენახვის ღილაკს. სანიშნების გატანის ფანჯარა დაიხურება.
  • დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

თქვენი სანიშნები ახლა უკვე წარმატებითაა გატანილი Tor-ბრაუზერიდან. სანიშნების HTML-ფაილი რომელიც შეინახეთ, მზადაა სხვა ბრაუზერში შესატანად.

თუ გსურთ სანიშნების შემოტანა

  • აირჩიეთ სანიშნების შემოტანა HTML-ფაილიდან
  • სანიშნების შემოსატან ფანჯარაში რომელიც გაიხსნება, მონახეთ შესატანი სანიშნების HTML-ფაილი და აირჩიეთ.
  • დაწკაპეთ გახნის ღილაკს. სანიშნების გატანის ფანჯარა დაიხურება.
  • დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

სანიშნები შერჩეული HTML-ფაილიდან დაემატება თქვენს Tor-ბრაუზერს სანიშნების მენიუს საქაღალდეში.

თუ გსურთ დამარქაფება

  • აირჩიეთ დამარქაფება
  • ახალი ფანჯარა გაიხსნება, სადაც უნდა აირჩიოთ ფაილის შესანახი მდებარეობა. ფაილს ექნება .json გაფართოება.

თუ გსურთ აღდგენა

  • აირჩიეთ აღდგენა და შემდეგ აირჩიეთ სანიშნების სასურველი ფაილი, რომლიდან აღდგენაც გსურთ.
  • დაწკაპეთ ღილაკი კარგი, ამომხტარ ფანჯარაში და სულ ეგაა, სანიშნები მარქაფიდან აღდგენილია.

Import bookmarks from another browser

სანიშნების გადატანა შესაძლებელია Firefox-იდან Tor-ბრაუზერში. ორი გზაა სანიშნების გასატანად და შესატანად Firefox-ში: HTML-ფაილად ან JSON-ფაილად. After exporting the data from the browser, follow the above steps to import the bookmark file into your Tor Browser.

გაითვალისწინეთ: ამჟამად Tor-ბრაზერში Android-ზე არაა სათანადო გზები სანიშნების შეტანა/გატანისთვის. ხარვეზი #31617

როცა გაშვებულია Tor-ბრაუზერი, მთავარი მენიუდან (≡) დაწკაპეთ „პარამეტრები“ და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით არეში. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“. იქვე იქნება აღრიცხვის ჩანაწერების ასლის აღების შესაძლებლობა, შემდეგ მისი ჩასმა შეიძლება ტექსტურ რედაქტორში ან ელფოსტის პროგრამაში.

სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:

./start-tor-browser.desktop --verbose

ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log)

./start-tor-browser.desktop --log [file]

Tor-ბრაუზერი ნაგულისხმევად ეშვება ფანჯრის ზომებით, დამრგვალებული 200px x 100px ჯერად რიცხვებამდე, ეკრანის გაფართოების ამოცნობის აღსაკვეთად. ამ მიდგომის მთავარი არსია, მომხმარებლების ჯგუფებად გაერთიანება ისე, რომ გართულდეს თითოეულის ცალკე გამორჩევა. ეს მუშაობს მანამ, სანამ მომხმარებელი არ შეცვლის ფანჯრის ზომებს (მაგ. გაადიდებს ბოლომდე ან გამოიყენებს სრულეკრანიან რეჟიმს). Tor-ბრაუზერს ამგვარი შემთხვევებისთვისაც აქვს ამოცნობის დაცვის საშუალება, როგორიცაა „ჩარჩოების შემოვლება“ ანუ Letterboxing, ხერხი, შემუშავებული Mozilla-ს მიერ და წარმოდგენილი 2019 წელს. იგი ამატებს თეთრ არეებს ბრაუზერის ფანჯარის ირგვლივ, შედეგად ნარჩუნდება სასურველი ზომა, რომელიც იცავს მომხმარებელს მონიტორის ზომების დადგენისა და ამოცნობისგან.

სხვა სიტყვებით, აღნიშნული შესაძლებლობა ქმნის ერთნაირი ეკრანის ზომის მქონე მომხმარებელთა ჯგუფებს, ეს კი გაართულებს ცალკეული მომხმარებლის გამორჩევას მისი ეკრანის ზომებით მით უფრო, რაც მეტ მომხმარებელს ექნება იმავე ზომების ეკრანი.

letterboxing

დიახ, Tor-ბრაუზერს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს ხალხს თქვენს საიტთან წვდომაში ადგილებიდან, სადაც შეზღუდვებია. ჩვეულებრივ, Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვა და მისი საშუალებით შეზღუდულ საიტზე შესვლა საკმარისია წვდომის მისაღებად. იქ, სადაც ძლიერი ცენზურაა, ჩვენ გვაქვს არაერთი სახის გვერდის ავლის საშუალება, მათ შორის მისაერთებელი გადამყვანები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ Tor-ბრაუზერის მომხმარებლის სახელმძღვანელოში ცენზურის შესახებ განყოფილება.

ზოგჯერ ვებსაიტები ზღუდავს Tor-ის მომხმარებლებს, ვინაიდან ვერ ასხვავებს ჩვეულებრივ Tor-მომხმარებელს ავტომატური პროგრამებისგან. საუკეთესო გზა Tor-მომხმარებლებისთვის საიტებზე შეზღუდვის მოსახსნელად ამ საიტების მმართველებთან პირდაპირ დაკავშირებაა. რამე ამის მსგავსის მიწერა წესით იმუშავებს:

„გამარჯობა! ვცდილობდი თქვენს საიტთან xyz.com დაკავშირებას Tor-ბრაუზერის გამოყენებით და აღმოვაჩინე, რომ Tor-ის მომხმარებლებისთვის შეზღუდული გაქვთ თქვენს საიტთან წვდომა. მსურს, შეგაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება; Tor-ს იყენებენ ადამიანები მთელი მსოფლიოდან თავიანთი პირადი მონაცემების დასაცავად და ცენზურასთან ბრძოლისთვის. Tor-ის მომხმარებლების შეზღუდვით თქვენ უზღუდავთ ხალხს ინტერნეტის თავისუფლად გამოყენების საშუალებას ისეთი ქვეყნებიდან, რომლებშიც ისინი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის იმ ჟურნალისტებსა და მკვლევარებს, რომელებიც ცდილობენ, თავი დაიცვან ვინაობის გამჟღავნებისგან, თვალის დევნებისა და ზედამხედველობისგან, ასევე იმ რიგით ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ სურთ, თავი აარიდონ ინტერნეტში მოქმედებების აღრიცხვას. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ პირადი მონაცემების ხელშეუხებლობასა და ინტერნეტის თავისუფლებას და დართოთ Tor-ის მომხმარებლებს xyz.com საიტთან წვდომის ნება. გმადლობთ.“

ბანკების ან სხვა დაცული მომსახურებების მომწოდებელი ვებსაიტების შემთხვევაში ხშირია ადგილმდებარეობის მიხედვით შეზღუდვა (თუ ბანკმა იცის, რომ ჩვეულებრივ იყენებთ მის მომსახურებებს გარკვეული ქვეყნიდან და მოულოდნელად დაუკავშირდებით მსოფლიოს მეორე კუთხეში არსებული გამსვლელი წერტილიდან, თქვენი ანგარიში შეიძლება ჩაიკეტოს ან დროებით შეჩერდეს).

თუ ვერ ახერხებთ onion-მომსახურებასთან დაკავშირებას, გთხოვთ იხილოთ ვერ ვუკავშირდები X.onion-ს!.

Tor-ბრაუზერით კავშირისას უმეტეს შემთხვევაში ჩანს, რომ მსოფლიოს სულ სხვა წერტილიდან შედიხართ საიტზე. ზოგიერთმა მათგანმა კი, მაგალითად ბანკებმა ან ელფოსტის მომსახურების მომწოდებლებმა, ეს შეიძლება აღიქვას თქვენი ანგარიშის უკანონო ხელყოფად და მასზე წვდომის უფლება სრულად შეზღუდოს.

ერთადერთი გზა ამის მოსაგვარებლად ანგარიშის აღდგენაა საიტზე მოცემული მითითებების მიხედვით ან მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება და მათთვის არსებული მდგომარეობის ახსნა.

ამ ყველაფრის არიდება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მომსახურების მომწოდებელი გთავაზობთ 2-ბიჯიან დამოწმებას ანგარიშზე შესვლისას, რაც დაცვის გაცილებით უკეთეს საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე IP-მისამართების გამოყენება. დაუკავშირდით თქვენი მომსახურების მომწოდებელს და ჰკითხეთ, აქვთ თუ არა 2FA.

ზოგჯერ, როცა საიტზე მეტადაა დატვირთული JavaScript, შეიმჩნევა ხარვეზები და შეყოვნებები Tor-ბრაუზერში. იოლი გზაა ამის მოსაგვარებლად, დაწკაპოთ უსაფრთხოების ნიშანი (მცირე ნაცრისფერი ფარი ზედა მარჯვენა არეში) და შემდეგ „შეცვლით...“ დააყენეთ დაცვის დონე „ჩვეულებრივ“ რეჟიმზე.

ანტივირუსების ან მავნე პროგრამების დაცვის ხელსაწყოების უმეტესობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, „გამონაკლისებში“ დაამატოს ცალკეული პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ ზღუდავს. გთხოვთ გახსნათ თქვენი ანტივირუსი ან მავნე პროგრამებისგან დაცვა და პარამეტრებში მონახოთ „ნებადართულთა“ სია ან რამე ამდაგვარი. შემდეგ კი მიუთითეთ შემდეგი პროცესები:

  • Windows-ისთვის
    • firefox.exe
    • tor.exe
    • lyrebird.exe (თუ გადამცემ ხიდებს იყენებთ)
    • snowflake-client.exe
  • macOS-ისთვის
    • Tor-ბრაუზერი
    • tor.real
    • lyrebird (თუ გადამცემ ხიდებს იყენებთ)
    • snowflake-client

ბოლოს კი ხელახლა გაუშვით Tor-ბრაუზერი. ამან წესით უნდა მოაგვაროს თქვენი ხარვეზი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ანტივირუსი, მაგალითად Kaspersky, შესაძლოა ზღუდავდეს Tor-ს ქსელის დონეზეც.

ზოგიერთი ანტივირუსული პროგრამა აგდებს მავნე პროგრამის და/ან დაუცველობის შესახებ გაფრთხილებებს Tor-ბრაუზერის გაშვებისას. თუ ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერი ჩვენი მთავარი საიტიდან ან გამოიყენეთ GetTor, ანდა დამოწმებული გაქვთ, მაშინ ცრუ განგაშია და შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ. ზოგიერთი ანტივირუსი მიიჩნევს, რომ ფაილები რომლებიც ბევრ მომხმარებელთან არ აქვს შემჩნეული, საეჭვოა. იმაში დასადასტურებლად, რომ ჩამოტვირთული Tor-პროგრამა ნამდვილად ჩვენი შექმნილია და ვინმე შემტევს არ გადაუკეთებია, შეგიძლიათ დაამოწმოთ Tor-ბრაუზერის ხელმოწერა. აგრეთვე შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული პროცესებისთვის ნების დართვა, რომ ანტივირუსებმა არ შეზღუდონ Tor-ბრაუზერთან წვდომა.

If your internet connection might be blocking the Tor network, you can try using bridges. ხიდების ნაწილი ჩაშენებულია Tor-ბრაუზერში და მხოლოდ რამდენიმე საფეხურს საჭიროებს, ასამოქმედებლად. მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი.

საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ გადადით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.

ანდა, თუ გაშვებულია Tor-ბრაუზერი, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარი მენიუდან (≡) და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით არეში. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი. თქვენი პარამეტრები თავისთავად შეინახება ჩანართის დახურვისთანავე.

თუ სხვა ხიდები გჭირდებათ, შეგიძლია მათი მიღება ჩვენი გადამცემი ხიდების საიტიდან. ვრცლად გადამცემი ხიდების შესახებ იხილეთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელო.

ხშირ შემთხვევაში კავშირის შეცდომები Tor-ბრაუზერში გამოწვეულია ხოლმე საათის არევით. გთხოვთ, გადაამოწმოთ სისტემის დრო და სასაათე სარტყლის სისწორე. თუ ამით არ მოგვარდა, იხილეთ ხარვეზების აღმოფხვრის გვერდი Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელოში.

ზოგჯერ Gmail-ით Tor-ის მეშვეობით სარგებლობისას, Google აგდებს შეტყობინებას, რომ ანგარიშში შესაძლოა ვინმე უცხომ შეაღწია. ამ შეტყობინების ფანჯარაში მოცემულია იმ IP-მისამართებისა და ადგილმდებარეობების ჩამონათვალი, საიდანაც წვდომა იყო თქვენს ანგარიშზე.

ჩვეულებრივ, ეს ცრუ განგაშია: Google ხედავს შემოსვლებს სრულიად სხვადასხვა ადგილმდებარეობებიდან, Tor-ის მომსახურების გამო, ამიტომ ფიქრობს რომ უმჯობესია გადაამოწმოს, ანგარიშზე ნამდვილი მფლობელი შემოდის თუ არა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს Tor-ის გამოყენების თანმდევი შედეგია, ამ შეტყობინების სრული უგულებელყოფა არ ღირს. მართალია, შესაძლოა ცრუ აღმოჩენა იყოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი Google-ის ფუნთუშები მიიტაცა.

ფუნთუშების მიტაცება შესაძლებელია როგორც ფიზიკური წვდომით კომპიუტერთან, ასევე თქვენს ქსელში მიმოცვლილი მონაცემების მეთვალყურეობით. თეორიულად, მხოლოდ ფიზიკური წვდომითაა შესაძლებელი თქვენი სისტემის ხელყოფა, ვინაიდან Gmail და მსგავსი მომსახურებები, ფუნთუშებს მხოლოდ SSL-კავშირით აგზავნის. In practice, alas, it's way more complex than that.

და თუ ვინმემ მოიპარა თქვენი google-ის ფუნთუშა, შესაძლოა ანგარიშზე შევიდა უჩვეულო ადგილიდან (თუმცა დანამდვილებით მაინც ვერ ვიტყვით). მოკლედ, ამ ყველაფრის შეჯამება ისაა, რომ Tor-ბრაუზერით სარგებლობისას, Google-ის უსაფრთხოების ზომები, არასასურველია თქვენთვის, ვინაიდან მრავალ ცრუ განგაშს წარმოშობს. ჯობია სხვა მეთოდებს მიმართოთ, მაგალითად გადახედოთ რამე არეული ხომ არაა თქვენს ანგარიშზე, ან აღრიცხული შესვლის დროები, ემთხვევა თუ არა თქვენს შესვლებს.

ბოლო დროს, Gmail-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩართონ 2-საფეხურიანი დამოწმება ანგარიშებზე შესვლისას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით.

ეს ცნობილი ხარვეზია, რომელიც დროდადრო იჩენს ხოლმე თავს; მაგრამ არ ნიშნავს, რომ Google მავნე პროგრამად მიიჩნევს Tor-ს.

როცა Tor-ით სარგებლობთ, თქვენ აგზავნით მოთხოვნებს გამსვლელი წერტილის მეშვეობით, რომელსაც შესაძლოა ათასობით სხვა მომხმარებელიც იყენებდეს. Tor-ის მოხმარებისას ამ შეტყობინებას მაშინ იხილავთ, როცა Tor-ის ბევრი მომხმარებელი გაუგზავნის Google-ს მოთხოვნებს მცირე დროში. Google მონაცემთა გაზრდილ მოცულობას ერთი IP-მისამართიდან (იმ გამსვლელი წერტილის, რომელიც მოგენიჭათ) მიიჩნევს მის საიტზე მიტანილ „იერიშად“, რის გამოც დროებით ანელებს კავშირის მცდელობებს ამ IP-მისამართიდან.

შეგიძლიათ მოსინჯოთ „ახალი წრედი ამ საიტისთვის“ განსხვავებული IP-მისამართით შესასვლელად.

კიდევ ერთი ახსნაა, რომ Google ცდილობს აღმოაჩინოს გარკვეული სახის მეთვალყურე და მავნე პროგრამები, რომლებიც აგზავნის ცალკეულ მოთხოვნებს Google-ის საძიებოში. იგი ინიშნავს ამ IP-მისამართებს, რომლებიდანაც იღებს ასეთ მოთხოვნებს (არ იცის რომ Tor-ის გამსვლელი წერტილებია) და ცდილობს გაგაფრთხილოთ, რომ ამ IP-მისამართებიდან მომავალი კავშირი მიუთითებს დაინფიცირებაზე.

ჩვენი ცნობებით, Google არ ცდილობს აღმოჩენას ან განზრახ შეზღუდვას Tor-ის გამოყენების. შეტყობინებები დაინფიცირებაზე წყდება მოკლე დროის შემდეგ.

სამწუხაროდ, ვებსაიტების ნაწილი ავალდებულებს Tor-ის მომხმარებლებს შემოწმების (Captcha) გავლას, რისი მოცილებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ის იქნება, აცნობოთ ვებსაიტის მფლობელებს რომ მათი Captcha-შემოწმებები ხელს უშლის მომხმარებლებს, მათ შორის თქვენც, მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობაში.

Google იყენებს „გეოლოკაციას“ მომხმარებლის ადგილმდებარეობის დასადგენად, რომ თქვენზე მორგებული მომსახურება შემოგთავაზოთ. მათ შორისაა ენა, რომელსაც მიიჩნევს თქვენთვის უმჯობესად და აგრეთვე განსხვავებული სახის შედეგები.

თუ გსურთ Google იხილოთ ინგლისურად, დაწკაპეთ შესაბამის ბმულზე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს Tor-ის უპირატესი შესაძლებლობაა და არა ნაკლი --- ინტერნეტი არაა ერთგვაროვანი, სინამდვილეში იგი განსხვავებულად გამოიყურება იმისდა მიხედვით, თუ სად იმყოფებით. ეს შესაძლებლობა კი ხალხს ამ ჭეშმარიტებას ახსენებს.

შენიშნავდით, რომ Google ძიებისას მისამართით გადასცემს სახელი/მნიშვნელობის წყვილს ცვლადებად დასახელებით „hl“. თუ მიუთითებთ რომ „hl“ იყოს „en“, მაშინ Google ძიების შედეგებს დააბრუნებს ინგლისურად, მიუხედავად იმისა, თუ Google-ის რომელ სერვერზე გადაგამისამართებთ. ჩასწორებული ბმული იქნება შემდეგნაირი:

https://encrypted.google.com/search?q=online%20anonymity&hl=en

მეორე გზაა, მხოლოდ თქვენი ქვეყნის კოდით გამოიყენოთ Google. ეს შეიძლება იყოს google.ge, google.de, google.us და ა. შ.

Tor-ბრაუზერის გამოყენებისას ვერავინ იხილავს, თუ რომელ ვებსაიტებს ეწვევით. მიუხედავად ამისა, თქვენი ინტერნეტის მომსახურების მომწოდებელს და ქსელის მმართველებს შეეძლებათ გაიგონ, რომ Tor-ქსელთან ხართ დაკავშირებული, მაგრამ მათ ვერ ეცოდინებათ, რას აკეთებთ მაგ ქსელის შიგნით.

Tor-ბრაუზერი არ აძლევს სხვებს საშუალებას გაიგონ, თუ რომელ საიტებს ნახულობთ. ზოგიერთ დაწესებულებას, მაგალითად თქვენი ინტერნეტმომსახურების მომწოდებელს (ISP), შეეძლება იხილოს, რომ Tor-ით სარგებლობთ, მაგრამ ვერ შეიტყობს, თუ რომელ საიტებს ეწვევით.

DuckDuckGo არის ნაგულისხმევი საძიებო სისტემა Tor-ბრაუზერში. DuckDuckGo არ აღრიცხავს მისი მომხმარებლების მოქმედებებს და არ ინახავს არანაირ მონაცემებს ძიების შესახებ. ვრცლად იხილეთ DuckDuckGo-ს პირადი მონაცემების დაცვის დებულება.

Tor-ბრაუზერის 6.0.6 გამოშვებიდან მოყოლებული მთავარ საძიებო სისტემად მითითებულია DuckDuckGo. უკვე დიდი ხანია, რაც Disconnect-ს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა Tor-ბრაუზერში, აღარ ჰქონდა წვდომა Google-ის ძიების შედეგებთან. ვინაიდან, Disconnect წარმოადგენს მაკავშირებელ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს სხვა საძიებო სისტემების არჩევის საშუალებას, საბოლოოდ მხოლოდ Bing-ის შედეგებს იძლეოდა, რაც უმეტეს შემთხვევაში, არასათანადო ხარისხის იყო. DuckDuckGo არ აღირცხავს, არ აგროვებს და არ აზიარებს მომხმარებლის პირად მონაცემებს ან მათ მიერ მონახულებული გვერდების ისტორიას და შესაბამისად, მიიჩნევა პირადულობის საუკეთესო დამცველად. სხვა საძიებო სისტემების უმეტესობა აღრიცხავს თქვენს ძიებებს და თან ურთავს ინფორმაციას, როგორიცაა დროის ნიშნული, თქვენი IP-მისამართი და თქვენი ანგარიშის მონაცემებიც, თუ შესული ხართ.

Tor-ბრაუზერში ორი გზაა კავშირის წრედის შეცვლისთვის — „ახალი ვინაობა“ და „ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის“. ორივე პარამეტრი მდებარეობს მთავარ მენიუში („≡“). აგრეთვე, ახალი წრედის მითითება შეგიძლიათ მისამართების ველში არსებული საიტის მონაცემების მენიუდან, ხოლო ახალი ვინაობის ასარჩევად უნდა დაწკაპოთ პატარა მბრწყინავი ცოცხის ნიშანი ეკრანის ზედა მარჯვენა არეში.

ახალი ვინაობა

ეს პარამეტრი გამოსადეგია, თუ გსურთ, რომ თქვენი მომდევნო მოქმედებები ვებგვერდებზე, არ იყოს დაკავშირებული წინა მოქმედებებთან.

შედეგად, ყველა გახსნილი ჩანართი და ფანჯარა დაიხურება, გასუფთავდება პირადი მონაცემები, როგორიცაა ფუნთუშები და ისტორია, შემდეგ კი ახალი კავშირებისთვის, ახალი Tor-წრედები შეიქმნება.

Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, რომ ყველა თქვენი მოქმედება და ჩამოტვირთვა შეწყდება, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, სანამ გამოიყენებთ „ახალ ვინაობას“.

Tor-ბრაუზერის მენიუ

ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის

ეს პარამეტრი გამოსადეგია მაშინ, როცა არსებული გამსვლელი წერტილით ვერ ხერხდება საჭირო საიტთან დაკავშირება ან მისი სათანადოდ ჩატვირთვა. არჩევის შედეგად მიმდინარე/მოქმედი ჩანართი ან ფანჯარა ხელახლა ჩაიტვირთება ახალი Tor-წრედით.

დანარჩენი ჩანართები და ფანჯრები, რომლებშიც იმავე საიტის სხვა გვერდებია გახსნილი, აგრეთვე ახალ წრედს გამოიყენებს, ხელახლა ჩატვირთვის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, პირადი მონაცემები არ წაიშლება და არც თქვენი მოქმედებების განცალკევება არ მოხდება, ასევე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს თქვენს კავშირზე სხვა საიტებთან.

ახალი წრედი ამ საიტისთვის

Tor-ბრაუზერის გამოყენებისას თქვენ არ ასრულებთ ქსელში გადამცემის მოვალეობას. ანუ თქვენი კომპიუტერი არ იქნება გამოყენებული სხვების კავშირების გასატარებლად. თუ სურვილი გაქვთ გახდეთ გადამცემი, გთხოვთ იხილოთ ჩვენი Tor-გადამცემის სახელმძღვანელო.

ეს ბუნებრივია Tor-ისთვის. პირველ გადამცემს წრედში ეწოდება „შემავალი მცველი“ ანდაც მხოლოდ „მცველი“. იგი წარმოადგენს უსწრაფეს და მდგრად გადამცემს, რომელიც რჩება პირველ ადგილას თქვენს წრედში 2-3 თვით, ცნობილი შეტევებისგან თავის დასაცავად. დანარჩენი წრედი იცვლება თითოეული მონახულებული საიტისთვის და ყველა ეს გადამცემი უზრუნველყოფს პირადი მონაცემების სრულყოფილ დაცვას Tor-ში. ვრცლად მცველი გადამცემების მუშაობის შესახებ იხილეთ სტატია სვეტზე და მასალა შემავალი მცველების თაობაზე.

Tor-ბრაუზერში ყოველი ახალი მისამართი იღებს საკუთარ წრედს. Tor-ბრაუზერის იერსახისა და შემუშავების მასალებში უკეთაა ახსნილი, თუ რა შინაარსია ჩადებული მასში.

იმ საშუალებების შეცვლა, რომლითაც Tor ქმნის კავშირის წრედებს, დაუშვებელია. თქვენ მაღალი დონის უსაფრთხოებას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა Tor-ს აძლევთ შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს კავშირი Tor-ქსელში; შემავალი/გამავალი კვანძების ცვლილებამ ან ჩასწორებამ, შეიძლება გაამხილოს თქვენი ვინაობა. თუ თქვენი მიზანი მხოლოდ იმ მასალებთან წვდომაა, რომლებიც ცალკეულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მაშინ გირჩევნიათ VPN-ის გამოყენება Tor-ის სანაცვლოდ. გაითვალისწინეთ, რომ VPN-მომსახურებებს არ გააჩნია პირადი მონაცემების დაცვის ის საშუალებები, რომლებიც Tor-ს აქვს, თუმცა გამოსადეგია ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გადასაწყვეტად.

გაფრთხილება: არ დაუჯეროთ შემთხვევით რჩევებს, რომლებითაც ცდილობენ ჩაგასწორებინონ თქვენი torrc! შედეგად, შესაძლოა შემტევებს მიეცეს თქვენი უსაფრთხოებისა და ვინაობის გაუმხელობის ხელყოფის საშუალება torrc კონფიგურაციის მავნე გარდაქმნით.

Tor იყენებს ტექსტურ ფაილს სახელწოდებით torrc რომელიც შეიცავს კონფიგურაციის მითითებებს, როგორ უნდა იმუშაოს Tor-მა. ნაგულისხმევი კონფიგურაცია გამოსადეგია Tor-ის უმეტესი მომხმარებელთათვის (გამომდინარე ზედა გაფრთხილებიდან).

Tor-ბრაუზერის torrc ფაილის მოსანახად მიჰყევით მითითებებს თქვენი საოპერაციო სისტემის შესაბამისად.

Windows და Linux:

  • ფაილი torrc მდებარეობს Tor-ბრაუზერის Data-საქაღალდეში მისამართზე Browser/TorBrowser/Data/Tor თქვენი Tor-ბრაუზერის ძირითადი საქაღალდის ქვეშ.

macOS-ზე:

  • ფაილი torrc მდებარეობს Tor-ბრაუზერის Data-საქაღალდეში მისამართზე ~/Library/Application Support/TorBrowser-Data/Tor.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკის (Library) საქაღალდე დამალულია macOS-ის ახალ ვერსიებში. Finder-ში მის მოსანახად, აირჩიეთ „Go to Folder...“ მენიუდან „Go“.
  • შემდეგ აკრიფეთ ~/Library/Application Support/ მოცემულ ფანჯარაში და დაწკაპეთ Go.

დახურეთ Tor-ბრაუზერი სანამ ჩაასწორებდეთ ფაილს torrc, წინააღმდეგ შემთხვევაში, Tor-ბრაუზერმა შესაძლოა წაშალოს თქვენი ცვლილებები. ზოგ პარამეტრს არ ექნება გავლენა, ვინაიდან Tor-ბრაუზერი გადააწერს მათ ბრძანებათა ველის პარამეტრებს, როცა გაეშვება Tor.

იხილეთ ნიმუშად torrc ფაილი, ცნობილი კონფიგურაციების მაგალითებისთვის. კონფიგურაციის სხვა პარამეტრებისთვის, იხილეთ Tor-ის სახელმძღვანელო. დაიხსომეთ, ხაზი რომელიც იწყება # ნიშნით torrc ფაილში წარმოადგენს მხოლოდ შენიშვნას და არ აქვს გავლენა Tor-ის კონფიგურაციაზე.

დაჟინებით გირჩევთ არ დააყენოთ სხვა დამატებები Tor-ბრაუზერში, ვინაიდან მათი საშუალებით შესაძლებელია თქვენი პირადი მონაცემებისა და უსაფრთხოების ხელყოფა.

სხვა დამატებების ჩადგმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოებაზე გაუთვალისწინებელ გავლენას ახდენს, რის შედეგადაც თქვენი ბრაუზერის სხვებისგან გამორჩევა შეიძლება გაადვილდეს. თუ თქვენი Tor-ბრაუზერი სხვებისგან გამორჩეული იქნება, თქვენი მოქმედებების ამოცნობასა და თვალის მიდევნებას გახდის შესაძლებელს, მიუხედავად Tor-ბრაუზერით სარგებლობისა.

Each browser's settings and features create what is called a "browser fingerprint". ყველა ბრაუზერი ძალაუნებურად ქმნის თავის უნიკალურ ანაბეჭდს თითოეული მომხმარებლისთვის, რაც ინტერნეტში თვალის სადევნებლად გამოიყენება ხოლმე. Tor-ბრაუზერი საგანგებოდაა მოწყობილი ისე, რომ თითქმის (სრულყოფილი ვერ იქნება!) ერთნაირი ანაბეჭდი გააჩნდეს ყოველი მომხმარებლისთვის. This means each Tor Browser user looks like many other Tor Browser users, making it difficult to track any individual user.

ამასთანავე, ახალი დამატება, დიდი ალბათობით, გაზრდის Tor-ბრაუზერზე შეტევის შესაძლებლობას. შედეგად, შემტევს ეძლევა მნიშვნელოვანი მონაცემების ხელყოფისა და Tor-ბრაუზერზე კონტროლის მოპოვების საშუალება. თავად დამატებაც შეიძლება იყოს მავნებლობისთვის შექმნილი და გითვალთვალოთ.

Tor-ბრაუზერს ისედაც მოჰყვება ჩადგმული დამატება — NoScript — სხვა რამის დაყენებამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი ვინაობა.

გსურთ, ვრცლად იხილოთ ბრაუზერის ანაბეჭდის შესახებ? გაეცანით სტატიას Tor-ის სვეტზე.

Flash გათიშულია Tor-ბრაუზერში და რჩევაა, არ სცადოთ მისი ჩართვა. ჩვენ მიგვაჩნია რომ Flash არცერთი ბრაუზერისთვის არაა უსაფრთხო – იგი მეტად დაუცველი პროგრამული ნაწილია, რომლის გამოყენებითაც ადვილადაა შესაძლებელი თქვენი პირადი მონაცემების ხელყოფა ან დაზიანება. საბედნიეროდ, საიტების, მოწყობილობებისა და ბრაუზერების უმეტესობაში უკვე აღარ გამოიყენება Flash.

If you're using Tor Browser, you can set your proxy's address, port, and authentication information in the Connection Settings.

If you're using Tor another way, you can set the proxy information in your torrc file. Check out the HTTPSProxy config option in the manual page. If your proxy requires authentication, see the HTTPSProxyAuthenticator option. Example with authentication:

  HTTPSProxy 10.0.0.1:8080
  HTTPSProxyAuthenticator myusername:mypass

We only support Basic auth currently, but if you need NTLM authentication, you may find this post in the archives useful.

For using a SOCKS proxy, see the Socks4Proxy, Socks5Proxy, and related torrc options in the manual page. Using a SOCKS 5 proxy with authentication might look like this:

  Socks5Proxy 10.0.0.1:1080
  Socks5ProxyUsername myuser
  Socks5ProxyPassword mypass

თუ თქვენი პროქსი, მხოლოდ გარკვეულ პორტებთან კავშირის შესაძლებლობას იძლევა, იხილეთ ქსელის ფარის გავლის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ შეუზღუდოთ არჩევანი თქვენს Tor-ს, რომელ პორტთან ჰქონდეს წვდომა.

Yes. Tor can be configured as a client or a relay on another machine, and allow other machines to be able to connect to it for anonymity. This is most useful in an environment where many computers want a gateway of anonymity to the rest of the world. However, be forewarned that with this configuration, anyone within your private network (existing between you and the Tor client/relay) can see what traffic you are sending in clear text. The anonymity doesn't start until you get to the Tor relay. Because of this, if you are the controller of your domain and you know everything's locked down, you will be OK, but this configuration may not be suitable for large private networks where security is key all around.

Configuration is simple, editing your torrc file's SocksListenAddress according to the following examples:

SocksListenAddress 127.0.0.1
SocksListenAddress 192.168.x.x:9100
SocksListenAddress 0.0.0.0:9100

You can state multiple listen addresses, in the case that you are part of several networks or subnets.

SocksListenAddress 192.168.x.x:9100 #eth0
SocksListenAddress 10.x.x.x:9100 #eth1

After this, your clients on their respective networks/subnets would specify a socks proxy with the address and port you specified SocksListenAddress to be. Please note that the SocksPort configuration option gives the port ONLY for localhost (127.0.0.1). When setting up your SocksListenAddress(es), you need to give the port with the address, as shown above. If you are interested in forcing all outgoing data through the central Tor client/relay, instead of the server only being an optional proxy, you may find the program iptables (for *nix) useful.

By default, your Tor client only listens for applications that connect from localhost. Connections from other computers are refused. If you want to torify applications on different computers than the Tor client, you should edit your torrc to define SocksListenAddress 0.0.0.0 and then restart (or hup) Tor. If you want to get more advanced, you can configure your Tor client on a firewall to bind to your internal IP but not your external IP.

NoScript ნაგულისხმევად უშვებს JavaScript-ს, ვინაიდან საიტების უმეტესობა, არ მუშაობს გამორთული Javascript-ით. მომხმარებლების დიდი ნაწილი, საერთოდ შეეშვებოდა Tor-ის გამოყენებას, თუ JavaScript-ს სრულად გავთიშავდით, ვინაიდან ეს ძალიან ბევრ დაბრკოლებას შეუქმნიდა მათ. საერთო ჯამში, ჩვენ გვსურს, რომ Tor-ბრაუზერი იყოს, რაც შეიძლება მეტად დაცული, ამავდროულად კი გამოსადეგი მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, ეს კი სწორედ მიიღწევა JavaScript-ის ჩართულად დატოვებით, ნაგულისხმევად.

იმ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ JavaScript გამორთონ ყველა HTTP-საიტზე ნაგულისხმევად, ვურჩევთ შეცვალონ Tor-ბრაუზერის „უსაფრთხოების დონე“. This can be done by navigating the Security icon (the small gray shield at the top-right of the screen), then clicking on "Change...". The "Standard" level allows JavaScript, the "Safer" level blocks JavaScript on HTTP sites and the "Safest" level blocks JavaScript altogether.

It is often important to know what version of Tor Browser you are using, to help you troubleshoot a problem or just to know if Tor Browser is up to date. This is important information to share when raising a support ticket.

Tor Browser Desktop

  • When you have Tor Browser running, click on "Settings" in the hamburger menu (≡).
  • Scroll down to the "Tor Browser Updates" section where the version number is listed.

Tor Browser for Android

From the app

  • When you have Tor Browser for Android running, tap on 'Settings'.
  • Scroll to the bottom of the page.
  • Tap on 'About Tor Browser'.
  • The version number should be listed on this page.

From Android menu

  • Navigate to Android's Settings.
  • Tap on 'Apps' to open the list of apps installed on your device.
  • Find 'Tor Browser' from the list of apps.
  • Tap on 'Tor Browser'.
  • Scroll down to the very bottom of the page where the version number will be listed.