Tor-ის rpm-კრებულები

Tor-პროექტი უზრუნველყოფს საკუთარ RPM-კრებულის საცავს CentOS, RHEL და Fedora-სთვის.

გაითვალისწინეთ: ნიშანი # მიუთითებს, რომ კოდი ეშვება ძირეული ნებართვებით. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გქონდეთ წვდომა მომხმარებლის იმ ანგარიშთან, რომელსაც ექნება სისტემაში აღმატებული უფლებები, მაგ. თქვენი მომხმარებელი უნდა ეკუთვნოდეს sudo-ჯგუფს.

როგორ გამოიყენება Tor-ის კრებულის საცავი CentOS, RHEL-სა და Fedora-ზე:

1. აამოქმედეთ epel-საცავი (მხოლოდ CentOS-სა და RHEL-ზე)

‪# dnf install epel-release -y

2. დაამატეთ მოცემული ჩანაწერები ფაილში /etc/yum.repos.d/tor.repo

CentOS-ზე ან RHEL-ზე:

[tor]
name=Tor for Enterprise Linux $releasever - $basearch
baseurl=https://rpm.torproject.org/centos/$releasever/$basearch
enabled=1
gpgcheck=1
gpgkey=https://rpm.torproject.org/centos/public_gpg.key
cost=100

Fedora-ზე:

[tor]
name=Tor for Fedora $releasever - $basearch
baseurl=https://rpm.torproject.org/fedora/$releasever/$basearch
enabled=1
gpgcheck=1
gpgkey=https://rpm.torproject.org/fedora/public_gpg.key
cost=100

3. დააყენეთ Tor-კრებული

შემდეგ კი შეგიძლია დააყენოთ უახლესი Tor-კრებული.

‪# dnf install tor -y

მისი პირველ ჯერზე გამოყენებით, მოგიწევთ გადმოიტანოთ GPG-ის საჯარო გასაღები.

Importing GPG key 0x3621CD35:
Userid     : "Kushal Das (RPM Signing key) <kushal@torproject.org>"
Fingerprint: 999E C8E3 14BC 8D46 022D 6C7D E217 C30C 3621 CD35
From       : https://rpm.torproject.org/fedora/public_gpg.key
Is this ok [y/N]: y