თუ თქვენი გადამცემი ძალზედ ახალია, დრო მიეცით. Tor წყვეტს რომელი გადამცემი გამოიყენოს, გამტარუნარიანობის უფლებამოსილი მხარეებისგან მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად. ეს უფლებამოსილი მხარეები ზომავს თქვენი გადამცემის შესაძლებლობებს და დროთა განმავლობაში, მომართავს მეტ მონაცემებს, სანამ დატვირთვა არ მიაღწევს ხელსაყრელ დონეს. სიცოცხლისუნარიანობა ახალი გადამცემის უფრო სიღრმისეულად ახსნილია ამ სვეტზე. თუ დიდი ხანია გაშვებული გაქვთ გადამცემი და ჯერ კიდევ აწყდებით ხარვეზებს, შეგიძლიათ კითხვა დასვათ tor-გადამცემების ჯგუფში.