რატომ იტვირთება გადამცემები განსხვავებულად

Tor განაგებს გამტარუნარიანობას მთელი ქსელის მასშტაბით. მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს გადამცემების უმეტესობისთვის. თუმცა Tor-ის მიზნები განსხვავდება ისეთი ოქმების დანიშნულებისგან, როგორცაა თუნდაც BitTorrent. Tor-ს სურს მცირე დაყოვნებით გაიხსნას ვებგვერდები, რაც საჭიროებს სწრაფ კავშირებს, საკმარისი მარაგით. BitTorrent ცდილობს მრავალი ფაილის ერთბაშად ჩამოტვირთვას, რისთვისაც ესაჭიროება გამტარუნარიანობის სრული ათვისება.

ვმუშაობთ გამტარუნარიანობის ახალ შემმოწმებელზე, რომელიც ადვილად გასაგები და გასამართი იქნება. შეეძლება იმ გადამცემების გამოკვლევა, რომლებიც ვერ იზომება ან გაზომვების დაბალი მაჩვენებლები აქვს.

რატომ საჭიროებს Tor, გამტარუნარიანობის შემმოწმებლებს?

მომწოდებლების უმეტესობა, გაცნობებთ თქვენი ადგილობრივი კავშირის დასაშვებ უმაღლეს სიჩქარეს. სამაგიეროდ, Tor-ის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი და მცველ გადამცემებს უკავშირდებიან შემთხვევითი წესით. სწორედ ამიტომ, გვსურს ვიცოდეთ რამდენად კარგად უკავშირდება თითოეული გადამცემი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს.

So even if all relay operators set their advertised bandwidth to their local connection speed, we would still need bandwidth authorities to balance the load between different parts of the Internet.

ჩვეულებრივ, როგორია გადამცემის დატვირთვა?

გადამცემების უმეტესობის დატვირთვა, როგორც წესი, არის ხოლმე 30%-80% . ეს კარგია მომხმარებელთათვის: ზედმეტად დატვირთულ გადამცემებს მაღალი დაყოვნება აქვს. (ჩვენ გვესაჭიროება საკმარისი გადამცემები, რომ თითოეულის დატვირთვა იყოს 10%. ასეთ შემთხვევაში, Tor თითქმის ისეთივე სწრაფი იქნება, როგორიც ჩვეულებრივი ინტერნეტია).

ზოგჯერ გადამცემი ნელია, ვინაიდან მისი პროცესორია ნელი ან კავშირები აქვს შეზღუდული. არის შემთხვევები, როცა ქსელია ნელი: სათანადოდ ვერ უკავშირდება დანარჩენ გადამცემებს ან ძალიან შორს მდებარეობს.

გამორკვევა, თუ რა ზღუდავს გადამცემს

ბევრ რამეს შეუძლია გადამცემის შენელება. იხილეთ, როგორ შეგიძლია მათი გამორკვევა.

სისტემის ზღვრები

  • შეამოწმეთ ოპერატიულის, პროცესორისა და ფაილის აღმწერის გამოყენების სიდიდე, თქვენს გადამცემზე

Tor აღრიცხავს მათ უმეტესობას გაშვებისას. დანარჩენის სანახავად, გამოდგება top ან მსგავსი ხელსაწყოები.

მომწოდებლების ზღვრები

  • შეამოწმეთ ინტერნეტკავშირი (გამტარუნარიანობა, დაყოვნება) თქვენი გადამცემის ინტერნეტმომწოდებლისგან, სხვა გადამცემებამდე. გადამცემები, რომლებიც იყენებს Comcast-ს, დროდადრო ნელდება ხოლმე. გადამცემები ჩრდილო ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მიღმა, უმეტესად, შედარებით ნელია.

Tor-ქსელის ზღვრები

გადამცემის გამტარუნარიანობა შეიძლება შეზღუდოს თავად გადაცემის მიერ დადგენილმა გამტარუნარიანობამ, ან უფლებამოსილი მხარეების მიერ გაზომილმა გამტარუნარიანობამ. გაეცანით, თუ როგორ უნდა გაარკვიოთ, რომელი სახის გაზომვები ზღუდავს თქვენს გადამცემს:

  • გადახედეთ თითოეულ შეფასებას თქვენი გადამცემის შესახებ, ერთიან ჩანაწერში (დიდი გვერდი) და ნახეთ საშუალო შეფასებაც. თუ თქვენი გადაცემი არაა აღნიშნული „მოქმედად“ ზოგიერთი უფლებამოსილი მხარის მიერ, შეამოწმეთ:
    • ხომ არ აქვს, არასწორი IPv4 ან IPv6-მისამართი?
    • ხომ არაა IPv4 ან IPv6-მისამართი მიუწვდომელი, ზოგიერთი ქსელიდან?
    • ხომ არაა 2-ზე მეტი გადამცემი, იმავე IPv4-მისამართზე?

გარდა ამისა, გადახედეთ თქვენი გადამცემის დადგენილ გამტარუნარიანობასა და მის სიხშირეს (ზღვარს). Look up your relay on Metrics. შემდეგ, გადაატარეთ თაგვის ისარი გამტარუნარიანობის ჩანაწერს, დადგენილი გამტარუნარიანობისა და გადამცემის გამტარუნარიანობის სიხშირის სანახავად.

იხილეთ დაწვრილებით, ამ მაგალითების მეშვეობით: დადგენილი სიჩქარის ვარდნა და გამსვლელი გადამცემის სიჩქარის გაუმჯობესება.

როგორ შეიძლება მოგვარდეს

მათ შორის უმცირესი რიცხვები, ზღუდავს გადამცემისთვის მინიჭებულ გამტარუნარიანობას.

  • ეს თუ გამტარუნარიანობის სიხშირეა, გაზარდეთ BandwidthRate/Burst ან RelayBandwidthRate/Burst ჩანაწერი თქვენს torrc-ფაილში.
  • თუ დადგენილი გამტარუნარიანობაა, თქვენი გადამცემი არ ითხოვს მეტ გამტარუნარიანობას, სანამ არ ნახავს, რომ სწრაფდება. უნდა გამოარკვიოთ, რატომ არის ნელი.
  • თუ საშუალოდ გაზომილი გამტარუნარიანობაა, ჩანს, თქვენი გადამცემი ნელია გამტარუნარიანობის შემმოწმებელი უფლებამოსილი მხარეების უმეტესობიდან. უნდა გამოარკვიოთ, რატომ დაადგინეს რომ ნელია.

საკუთარი გაზომვების ჩატარება გადამცემზე

თუ თქვენი გადამცემი მიიჩნევს რომ ნელია ან გამტარუნარიანობის უფლებამოსილი მხარეები მიიჩნევს რომ ნელია, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ კავშირები:

  • Run a test using tor to see how fast tor can get on your network

    For this, you need to configure a tor client to use use your relay as entry. If your relay has only Guard flag, set EntryNodes with your relay fingerprint in torrc. If your relay doesn't have Guard flag or it has Guard and Exit flags, you can't set your relay as an entry node (see https://gitlab.torproject.org/tpo/core/tor/-/issues/22204), but you can set it as your bridge, even if it is not a bridge. To set your relay as a bridge, add to your torrc:

    Bridge <ip>:<port>
    UseBridge 1
    

    Then download a large file using your SocksPort as a socks proxy. For this, you can use curl, eg:

    curl https://target/path --proxy socks5h://<user>:<password>@127.0.0.1:<socks-port>
    

    Using different user/password guarantees different circuits. You can use $RANDOM.

    That will give you some idea of how much traffic your relay can sustain.

    Alternatively, you can run relay_bw to test your relay using 2 hops circuits, in a similar way as sbws does.

  • Run a test using tor and chutney to find out how fast tor can get on your CPU. Keep increasing the data volume until the bandwidth stops increasing.