თუ დაშვებული გაქვთ გამავალი კავშირები, ზოგიერთი მომსახურება, რომელთაც ხალხი თქვენი გადამცემით უკავშირდება, ცდილობს უკუკავშირს თქვენთან მონაცემების შესაგროვებლად. მაგალითად, IRC-სერვერების ნაწილი შეიძლება გიკავშირდებათ პორტების დასადგენად და იმის აღსარიცხად, თუ რომელმა მომხმარებელმა შექმნა კავშირი. (ეს სინამდვილეში არ გამოადგებათ, ვინაიდან Tor არ ფლობს ამ მონაცემებს, მაგრამ მაინც ცდიან). ამასთანავე, მომხმარებლები რომლებიც თქვენი გადამცემით გადიან, შესაძლოა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდნენ სხვა მომხმარებლების IRC-სერვერზე, საიტზე და ა.შ. რომელთაც შეიძლება სურდეთ მეტი შეიტყონ მომავალ კავშირზე.

კიდევ ერთი მიზეზია ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ღია პროქსების მოძიებას ინტერნეტში, რომელთაც იციან რომ ზოგჯერ Tor-გადამცემები აზიარებს თავის socks-პორტს ღიად. გირჩევთ, რომ თქვენი socks-პორტი მხოლოდ შიდა ქსელს დაუკავშიროთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა დაიცვათ უსაფრთხოების წესები. იხილეთ სტატია Tor-გადამცემების დაცვა, მეტი რჩევებისთვის.