როცა გამსვლელი კვანძი გაუმართავია ან მავნეა, იღებს აღნიშვნას BadExit. ეს აუწყებს Tor-ს, რომ აირიდოს ამ გადამცემით გასვლა. საბოლოოდ, გადამცემები ამ აღნიშვნით აღარ გამოიყენება როგორც გამავალი. თუ თქვენ მიიღეთ ეს აღნიშვნა, ან რამე ხარვეზია აღმოჩენილი ან საეჭვო მოქმედება კავშირის თქვენი გადამცემით ინტერნეტში გასვლისას და ვერ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება. გთხოვთ შეეხმიანოთ bad-relays-გუნდს რომ შევძლოთ საკითხის გარკვევა.