ჩვენ ვეძებთ ხალხს, რომელთაც აქვთ მეტად სანდო ინტერნეტკავშირი, სულ მცირე 10 მბიტ/წმ (Mbps) ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობით თითოეული მიმართულებით. თუ ასეთი ხართ, გთხოვთ სცადოთ Tor-გადამცემის გაშვება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ სულ მცირე 10 მბიტ/წმ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობა, შეგიძლიათ დაეხმაროთ Tor-ქსელს და გაუშვათ Tor-გადამცემი ხიდი obfs4-ის მარდაჭერით. ამ შემთხვევაში, გამოსადეგია სულ მცირე 1 მბიტ/წმ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობაც.