მართალი ხართ. Tor-გადამცემი უფრო მეტ ბაიტს აგზავნის, ვიდრე პირიქით. თუმცა არის გამონაკლისებიც:

თუ თქვენ გახსნით თქვენს DirPort-ს, მაშინ Tor-ის კლიენტები მოგთხოვენ ცნობარის ასლს. მათი მოთხოვნა (HTTP GET) მეტად მცირეა, თუმცა პასუხი ზოგჯერ საკმაოდ დიდია. უმეტესად ეს განსაზღვრავს განსხვავებას აღრიცხვაში „ჩაწერილ“ ბაიტების რაოდენობასა და „წაკითხული“ ბაიტების რაოდენობას შორის.

კიდევ ერთი მცირე გამონაკლისი ჩნდება, როცა მოქმედებთ როგორც გამშვები კვანძი და კითხულობთ ცოტაოდენ ბაიტებს გამავალი კავშირიდან (მაგალითად, მყისიერი შეტყობინებების ან ssh-კავშირის სახით) და აქცევთ სრულ 512 ბაიტიან დანაყოფად, Tor-ქსელში გადასაგზავნად.