თუ თქვენი Tor-გადამცემი მეტ მეხსიერებას იყენებს, ვიდრე ელოდით, აქაა მოცემული რამდენიმე რჩევა, დატვირთვის შესამცირებლად:

  • თუ გაქვთ Linux, შესაძლოა გადააწყდეთ მეხსიერების დანაწევრების ხარვეზებს, როცა გამოიყენება glibc-ის malloc. ეს ნიშნავს, რომ როცა Tor მეხსიერებას აბრუნებს სისტემისთვის, იგი მეტად დანაწევრებულია და შესაბამისად, რთულად გამოსაყენებელი ხდება. Tor tarball აღჭურვილია OpenBSD-ის malloc-შესაძლებლობით, რომელსაც ნაკლები ხარვეზები აქვს დანაწევრებასთან დაკავშირებით (მაგრამ სამაგიეროდ, პროცესორი იტვირთება მეტად). შეგიძლიათ მიუთითოთ Tor-ს სანაცვლოდ გამოიყენოს აღნიშნული malloc-შესაძლებლობა: ./configure --enable-openbsd-malloc.
  • თუ გაშვებული გაქვთ სწრაფი გადამცემი, რაც ნიშნავს რომ ბევრი TLS-კავშირებია ღია, შესაძლოა დიდი მოცულობის მეხსიერებას იკარგება OpenSSL-ის შიდა ბუფერისთვის (38KB+ თითოეული შეერთებისთვის). ჩვენ გავასწორეთ OpenSSL გამოუყენებელი მეხსიერების უფრო დაჟინებული მოცილებით. თუ განაახლებთ OpenSSL 1.0.0 ან ახალზე, Tor-ის ანაწყობი ამოიცნობს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.
  • თუ მაინც ვერ ახერხებთ მეხსიერების გადატვირთვის მოგვარებას, ჯობია შეამციროთ გამტარუნარიანობა, რომელიც გადამცემისთვის გაქვთ გამოყოფილი. ნაკლები გამტარუნარიანობის შეთავაზებით, ნაკლებ მომხმარებელს მიიზიდავთ, შედეგად თქვენი გადამცემი ნაკლებად დაიტვირთება. იხილეთ MaxAdvertisedBandwidth პარამეტრი მთავარ გვერდზე.

როგორც ითქვა, სწრაფი Tor-გადამცემები, მეტ მეხსიერებას იყენებს. უჩვეულო არაა, როცა ასეთი გადამცემი იყენებს 500-1000 MB ოპერატიულს.