ჩვენი მიზანია, Tor-გადამცემის გამართვა იყოს ადვილი და მოსახერხებელი:

  • არა უშავს, თუ თქვენი გადამცემი ზოგჯერ ხაზგარეთ იქნება. ცნობარები შეამჩნევს ამას მალევე და შეწყვეტს თქვენი გადამცემის მიწოდებას. მხოლოდ შეეცადეთ, რომ ამას ხშირი ხასიათი არ ჰქონდეს, ვინაიდან კავშირები, რომლებიც ამ გადამცემს იყენებს, მისი გათიშვისას გაწყდება.
  • თითოეულ Tor-გადამცემს გააჩნია გამსვლელი კვანძის დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის გამავალი კავშირებია დაშვებული და შეზღუდული ამ გადამცემზე. თუ არ გსურთ, ხალხი თქვენი გადამცემით გადიოდეს ინტერნეტში, შეგიძლიათ მიუთითოთ რომ მხოლოდ Tor-გადამცემეთან იყოს დაშვებული კავშირები.
  • თქვენი გადამცემი აკეთებს გამტარუნარიანობის შესაძლებლობების შეფასებას, შედეგად მაღალი გამტარუნარიანობის გადამცემები მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვიდრე დაბალი. მიუხედავად ამისა, დაბალი გამტარუნარიანობის გადამცემებიც დიდად გამოსადეგია.