ყველა გამსვლელი კავშირი დაშვებული უნდა იყოს, რომ თითოეულმა გადამცემმა შეძლოს მონაცემთა გაცვლა სხვა გადამცემებთან.

სამართლებრივად, ხშირ შემთხვევაში, Tor-ის გადამცემის ზედამხედველები დაცულნი არიან იმავე კანონებით, რაც იცავს ინტერნეტის მომწოდებლებს პასუხისმგებლობის აღებისგან, მათ ქსელში გატარებულ მონაცემებზე. გამსვლელი კვანძები, რომლებიც ფილტრავს მონაცემებს, ჩვეულებრივ გამონაკლისია.

Tor მხარს უჭერს ქსელთან თავისუფალ წვდომას, ჩარევების გარეშე. გამსვლელი კვანძები არ უნდა ფილტრავდნენ მონაცემებს, რომლებიც მათი გავლით გადის ინტერნეტში. ფილტრის მქონე გამსვლელი კვანძები აღმოჩენისთანავე მიიღებს BadExit-ნიშანს.