არა. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან თქვენი გამსვლელი წერტილიდან გამავალი მონაცემებით, შესაძლოა ჩამოგართვან კომპიუტერი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამსვლელ წერტილს არ გაუშვებთ თქვენს სახლში, ანუ თქვენი სახლის ქსელის გამოყენებით.

სანაცვლოდ, აჯობებს გამსვლელი წერტილი გაუშვათ ფასიანი მომსახურების საშუალებით, რომელშიც მხარდაჭერილი იქნება Tor. იქონიეთ ცალკე IP-მისამართი გამსვლელი წერტილისთვის და არ გაატაროთ თქვენი მონაცემები მისი საშუალებით. რასაკვირველია, არანაირი პირადი ან მნიშვნელოვანი მონაცემები არ უნდა დაიტანოთ იმ კომპიუტერზე, რომელსაც გამსვლელ წერტილად ამუშავებთ.