მშვენიერია. თუ გსურთ გაუშვათ რამდენიმე გადამცემი და გაიღოთ თქვენი ქსელის მეტი შესაძლებლობები, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ამით. მაგრამ გთხოვთ, არ გაუშვათ ათეულობით ერთი ქსელის ფარგლებში, ვინაიდან მთავარი მიზანი Tor-ქსელის არის გაფანტვა და დანაწილება.

თუ გადაწყვეტთ ერთზე მეტი გადამცემის გაშვებას, გთხოვთ მიუთითოთ „MyFamily“ კონფიგურაციის პარამეტრი თითოეული გადამცემის torrc ფაილში, ჩამონათვალით ყველა გადამცემის (მძიმით გამოყოფილის), რომელიც თქვენი განკარგულების ქვეშაა:

MyFamily $fingerprint1,$fingerprint2,$fingerprint3

სადაც თითოეული fingerprint არის 40-სიმბოლოიანი ამომცნობი ანაბეჭდი (გამოტოვების გარეშე).

შედეგად, Tor-კლიენტები აირიდებს ერთსა და იმავე წრედში, ერთზე მეტი თქვენი გადამცემის გამოყენებას. უნდა მიუთითოთ MyFamily იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ზედამხედველობის ქვეშაა ეს კომპიუტერები ან მათი ქსელი, მიუხედავად იმისა, ყველა მათგანი ერთ გეოგრაფიულ სივრცეშია თუ არა განთავსებული.