აღრიცხვის პარამეტრები torrc ფაილში, საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ დასაშვები ოდენობა ბაიტების, რომელსაც თქვენი გადამცემი გაატარებს დროის მონაკვეთში.

    AccountingStart day week month [day] HH:MM

ეს განსაზღვრავს, აღრიცხვა როდის განულდება. მაგალითად, სრული ოდენობის ბაიტების მისათითებლად კვირისთვის (განულდება ყოველ ოთხშაბათს 10:00am საათზე), უნდა გამოიყენოთ:

    AccountingStart week 3 10:00
    AccountingMax 500 GBytes

This specifies the maximum amount of data your relay will send during an accounting period, and the maximum amount of data your relay will receive during an accounting period. როცა აღრიცხვის დროის მონაკვეთი განულდება (AccountingStart-იდან), მრიცხველები AccountingMax-ისთვის გახდება 0.

მაგალითად: ვთქვათ, გსურთ დაუშვათ 50 GB მონაცემების მიმოცვლა ყოველდღიურად თითოეული მიმართულებით და აღრიცხვა უნდა განულდეს ხოლმე შუადღეს:

    AccountingStart day 12:00
    AccountingMax 50 GBytes

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გადამცემი არ გამოვა უქმი რეჟიმიდან ზუსტად აღრიცხვის შუალედის დაწყებამდე. იგი თვალს მიადევნებს, როგორ სწრაფად გაიხარჯება განსაზღვრული ოდენობა დროის წინა შუალედში და შეარჩევს შემთხვევით წერტილს ახალ შუალედში უქმი რეჟიმიდან გამოსასვლელად. ამ გზით, ჩვენ ავირიდებთ ასობით გადამცემის ამუშავებას ყოველი თვის დასაწყისში ისე, რომ თვის ბოლოს აღარცერთი არ იყოს ხელმისაწვდომი.

თუ მხოლოდ მცირე ნაწილი შეგიძლიათ გაიღოთ, თქვენი კავშირის სიჩქარიდან, გირჩევთ გამოიყენოთ ყოველდღიური აღრიცხვა, შედეგად მთლიანი თვისთვის განსაზღვრული ოდენობა არ გაგეხარჯებათ პირველივე დღეს. მხოლოდ დაყავით თქვენი თვიური ოდენობა 30-ად. აგრეთვე ჯობია, გამოიყენოთ გამტარუნარიანობის შეზღუდვა დღიური სარგებლიანობის გასაზრდელად: თუ გსურთ გაიღოთ X GB თითოეული მიმართულებით, შეგიძლიათ RelayBandwidthRate მიუთითოთ 20*X KBytes. მაგალითად, თუ აპირებთ გაიღოთ 50 გბაიტი ყოველდღიურად, თქვენი RelayBandwidthRate უნდა იყოს 1000 კბაიტი: ამ გზით, თქვენი გადამცემი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი სულ მცირე ნახევარი დღით მაინც.

    AccountingStart day 0:00
    AccountingMax 50 GBytes
    RelayBandwidthRate 1000 KBytes
    RelayBandwidthBurst 5000 KBytes # გაატარებს ერთბაშად მაღალს, მაგრამ შეინარჩუნებს საშუალოს