პარამეტრები, რომლებსაც საზღვრავს AccountingMax და BandwidthRate მოქმედებს ორივეზე, კლიენტსა და გადამცემზე, Tor-ში მუშაობისას. სწორედ ამიტომ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ გვერდების მონახულება არ შეგიძლიათ იმ დროს, როცა თქვენი Tor გადადის უქმ რეჟიმში, რაც აღინიშნება ჩანაწერში შემდეგნაირად:

Bandwidth soft limit reached; commencing hibernation.
No new connections will be accepted

გამოსავალია, ორი Tor-პროცესის გაშვება – ერთი გადამცემისთვის და მეორე კლიენტისთვის, თითოეული თავისი პარამეტრებით. ერთი გზაა ამისთვის (თუ იწყებთ უკვე მუშა გადამცემიდან) შემდეგია:

  • გადამცემის Tor torrc ფაილში მხოლოდ SocksPort დააყენეთ 0.
  • შექმენით კლიენტის ახალი torrc ფაილი ნიმუშიდან torrc.sample და დარწმუნდით, რომ იყენებს განსხვავებულ აღრიცხვის ფაილს გადამცემიდან. სახელთა ერთ-ერთი შეთანხმება შეიძლება იყოს torrc.client და torrc.relay.
  • შეცვალეთ Tor-ის კლიენტისა და გადამცემის გამშვები სკრიპტები, ამ სტრიქონის ჩამატებით -f /path/to/correct/torrc.
  • Linux/BSD/Mac OS X სისტემაში, გამშვები სკრიპტის შეცვლამ ფაილებისთვის Tor.client და Tor.relay პარამეტრების განცალკევება შეიძლება გააადვილოს.