დიახ, ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვა გაიზრდება, ზოგიერთი სახის შეტევისას.

მარტივი მაგალითია შემტევი, რომელიც ფლობს მცირე ოდენობის Tor-გადამცემებს. ისინი იხილავენ კავშირს მომავალს თქვენგან, მაგრამ არ შეეძლებათ დაადგინონ, ეს კავშირი თქვენი წამოწყებულია, თუ თქვენი კომპიუტერი სხვის მონაცემებს გადასცემს.

არის შემთხვევები, რომელიც შეიძლება არ დაგეხმაროთ: თუ შემტევი, თვალს ადევნებს თქვენს შემავალ და გამავალ მონაცემებს, მაშინ მარტივად გაარკვევს, რომელი კავშირი გატარებულია და რომელი თქვენი წამოწყებული. (ამ შემთხვევაში მათ მაინც არ ეცოდინებათ საბოლოო დანიშნულების წერტილები, თუ მათაც არ ადევნებენ თვალს, მაგრამ არც უკეთესი პირობები არ გექნებათ, ვიდრე ჩვეულებრივ კლიენტს).

ასევე რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს Tor-გადამცემის გაშვებას. პირველი, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული გადამცემი გვაქვს, ის გარემოება, რომ თქვენ ერთ-ერთს წარმოადგენთ, შემტევს აცნობებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენი ვინაობის გაუმხელობას. მეორე, არსებობს ცალკეული იშვიათი სახის შეტევები, რომლებიც არაა კარგად შესწავლილი და გამოცდილი, იმ ცნობის გამოყენებით, რომ თქვენ გაშვებული გაქვთ გადამცემი -- მაგალითად, შემტევს შეუძლია „გამოიკვლიოს“ აგზავნით თუ არა მონაცემებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი პირდაპირ თვალს არ ადევნებს თქვენს ქსელს, კავშირის თქვენი Tor-გადამცემით გატარებითა და მონაცემთა მიმოცვლისას დაყოვნების ცვლილებებზე დაკვირვებით.

ეს ღია საკვლევი საკითხია, უპირატესობები გადაწონის თუ არა საფრთხეებს. ყველაფერი დამოკიდებულია, მოსალოდნელი შეტევის სახეებზე. ვფიქრობთ, მომხმარებელთა უმეტესობისთვის ჭკვიანური სვლაა.