ორი პარამეტრის დამატებაა შესაძლებელი torrc ფაილში:

BandwidthRate არის უმაღლესი დასაშვები გამტარუნარიანობა გრძელვადიანად (ბაიტი წამში). მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ „BandwidthRate 10 MBytes“ წამში 10 მეგაბაიტი (სწრაფი კავშირისას) ან „BandwidthRate 500 KBytes“ წამში 500 კილობაიტი (მოკრძალებული სიჩქარისას). უმცირესი BandwidthRate პარამეტრად მითითებულია 75 კილობაიტი წამში.

BandwidthBurst არის ბაიტების მარაგი, როცა მოკლევადიან მონაკვეთებში მიმოცვლილი მონაცემები მეტია, ვიდრე BandwidthRate, თუმცა დროის გრძელვადიან მონაკვეთში ნარჩუნდება BandwidthRate. დაბალი სიხშირე და მაღალი ბიძგები უზრუნველყოფს საშუალო სიჩქარეს გრძელვადიანად, სამაგიეროდ, შესაძლებლობას იძლევა მეტი მონაცემების გატარებისა მაღალი დატვირთვის შემთხვევებისას, თუ დანარჩენ დროს მოთხოვნა საშუალოს არ აღწევს. მაგალითად, თუ აირჩევთ „BandwidthBurst 500 KBytes“ და იგივე იქნება თქვენი „BandwidthRate“, მაშინ არასდროს გადააჭარბებს 500 კილობაიტს წამში; მაგრამ, თუ არჩეული გექნებათ უფრო მაღალი BandwidthBurst (მაგალითად 5 მეგაბაიტი), გაატარებს მეტ ბაიტებს, სანამ მარაგი თავისუფალი ექნება.

თუ არათანაბარი კავშირი გაქვთ (ატვირთვა ნაკლებია ჩამოტვირთვაზე) როგორც კაბელის ინტერნეტზეა, BandwidthRate უნდა მიუთითოთ ნაკლები, უმცირეს გამტარუნარიანობაზე (ჩვეულებრივ, ატვირთვის გამტარუნარიანობაა მცირე). თუ არადა, მონაცემთა ბევრი ნაკრები დაიკარგება, მაღალი დატვირთვისას – კარგი იქნება თუ გამოცდით, რა მნიშვნელობებია მეტად მოსახერხებელი თქვენი კავშირისთვის. შემდეგ მიუთითებთ BandwidthBurst-ს იმავეს მნიშვნელობას რაც იქნება BandwidthRate.

Linux-ზე დაფუძნებულ Tor კვანძებს აქვთ კიდევ ერთი საშუალება: შესაძლებელია უპირატესობის მინიჭება სხვა კავშირისთვის, Tor-ით მიმოცვლილ მონაცემთა შედარებით, რის შედეგადაც Tor არ დააზარალებს მომხმარებლის პირად კავშირს. ამის გასაკეთებლად სკრიპტი განთავსებულია Tor-ის წყაროს საცავის საქაღალდეში.

Additionally, there are hibernation options where you can tell Tor to only serve a certain amount of bandwidth per time period (such as 100 GB per month). These are covered in the hibernation entry.

გაითვალისწინეთ, რომ BandwidthRate და BandwidthBurst მოცემულია ბაიტებში და არა ბიტებში.