როგორ გავიგო, v2 ვერსიის Onion-მომსახურებას ვიყენებ, თუ v3 ვერსიისას?

v3 Onion-მისამართების დადგენა შეგიძლიათ მათი 56-სიმბოლიანი სიგრძით, მაგ. Tor-პროექტის v2 მისამართია:http://expyuzz4wqqyqhjn.onion/, ხოლოდ Tor-პროექტის v3 მისამართია: http://2gzyxa5ihm7nsggfxnu52rck2vv4rvmdlkiu3zzui5du4xyclen53wid.onion/

თუ Onion-მომსახურების ხელმძღვანელი ხართ, უნდა განაახლოთ v3 ვერსიამდე, რაც შეიძლება მალე. თუ მომხმარებელი ხართ, გთხოვთ გადაამოწმოთ, რომ ჩანიშნულ საიტებში, v3 Onion-მისამართებია.

როგორიცა, v2 ვერსიის გაუქმების დროის გრაფიკი?

2020 წლის სექტემბერში, Tor-მა დაიწყო Onion-მომსახურების ხელმძღვანელებისა და მომხმარებლების გაფრთხილება, რომ v2 გაუქმდებოდა და 0.4.6 ვერსიიდან ამოიღებდნენ. Tor-ბრაუზერმა დაიწყო მომხმარებლების გაფრთხილება 2021 წლის ივნისში.

2021 წლის ივლისში, 0.4.6 Tor-ში აღარ იქნება მხარდაჭერილი v2 და მოსცილდება კოდიდანაც.

2021 წლის ოქტომბერში, გამოვა Tor-კლიენტის ახალი მდგრადი ვერსიები, რომლებშიც გათიშული იქნება v2.

შეგიძლიათ, იხილოთ სვეტზე სტატია Onion-მომსახურების მე-2 ვერსიის გაუქმების გრაფიკი.

შემიძლია დავიტოვო v2 Onion-მისამართი? წვდომა შემეძლება v2 მისამართთან სექტემბრის შემდგომ? ცვლილება იქნება უკუთავსებადი?

V2 Onion-მისამართები ძირეულად დაუცველია. თუ გაქვთ v2 Onion, გირჩევთ ახლავე ჩაანაცვლოთ ახლით. ცვლილება უკუთავსებადია: v2 Onion-მომსახურებები მიუწვდომელი გახდება 2021 წლის სექტემბრიდან.

რა მითითებებია შემმუშავებლებისთვის, ჩანაცვლების შესახებ? არის რამე რჩევა, ახალი v3 მისამართების გასავრცელებლად მომხმარებლებში?

მე-3 ვერსიის მისამართის შესაქმნელად torrc-ფაილში მხოლოდ უნდა შექმნათ ახალი მომსახურება მსგავსად v2-მომსახურებისა მოცემული ორი ხაზით:

HiddenServiceDir /full/path/to/your/new/v3/directory/
HiddenServicePort <virtual port> <target-address>:<target-port>

ნაგულისხმევ ვერსიად დაყენდება 3 და არ დაჭირდება საგანგებო მითითება. კვლავ გაუშვით Tor და მონახეთ საქაღალდეში ახალი მისამართი. თუ გსურთ დატოვოთ გაშვებული მე-2 ვერსიის მომსახურება მის გაუქმებამდე და მომხმარებლებს შესთავაზოთ თანდათან გადასვლის შესაძლებლობა, თქვენი v2-მომსახურებისთვის, დაამატეთ გასამართ არეში შემდეგი ჩანაწერი:

HiddenServiceVersion 2

შედეგად, შეძლებთ დაადგინოთ თქვენს გასამართ ფაილში, რომელი მათგანი რომელი ვერსიისაა.

თუ გაქვთ Onion-მდებარეობა გამართული საიტზე, თავსართად უნდა მიუთითოთ ახალი v3 მისამართი. ტექნიკური საკითხების გასაცნობად, Onion-მომსახურების გაშვების შესახებ, იხილეთ Onion-მომსახურებების გვერდი, ჩვენი ერთობის საიტზე.

არ შემიმჩნევია ეს განცხადება, კიდევ მაქვს დრო ჩასანაცვლებლად?

არა, v2 Onion-კავშირები უკვე იწყებს ჩავარდნას, თავიდან ნელ-ნელა, შემდეგ უეცრად. დროა, ახალზე გადასვლის.

მომსახურებებთან წვდომის ხარვეზები სექტემბრიდან დაიწყება და იქამდეც?

უკვე, თუ წარდგენის კვანძები აღარ იქნება 0.4.6 ვერსიაზე, მიუწვდომელი დარჩება, გადამცემების განახლების შემთხვევაში.

როგორც საიტის ხელმძღვანელს, შემიძლია მომხმარებლები გადავამისამართო v2 Onion-იდან v3-ზე?

დიახ, შესაძლებელი იქნება, სანამ v2 Onion-მისამართები მიუწვდომელი არ გახდება. სასურველია, მოუწოდოთ მომხმარებლებს, სანიშნების განახლებისკენ.

v3 Onion-მომსახურებები გააუმჯობესებს DDoS-შეტევების გაუვნებლებას?

დიახ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Onion-მომსახურებების დაცვის დახვეწაზე. სამუშაოები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს: ESTABLISH_INTRO Cell DoS Defense Extension, Res tokens: Anonymous Credentials for Onion Service DoS Resilience, A First Take at PoW Over Introduction Circuits. ამ გეგმების გასაცნობად, იხილეთ ვრცელი წერილი სვეტზე, როგორ ავიცილოთ Onion-მომსახურების შეჩერების შეტევები.