Onion-მომსახურებები საშუალებას აძლევს ხალხს, არა მხოლოდ მოინახულონ, არამედ გამოაქვეყნონ მასალები, მათ შორის საიტები, ვინაობის გაუმხელელად.

Onion-მომსახურებები ასევე გამოსადეგია მონაცემების დართვისგან თავისუფალი მიმოწერებისა და ფაილების გაზიარებისთვის, მეტად უსაფრთხო ურთიერთობისთვის ჟურნალისტებსა და მათ წყაროებს შორის, ასეთია SecureDrop ან OnionShare, დაცული პროგრამული განახლებები და კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო საშუალებები, ისეთ ცნობილ საიტებთან წვდომისთვის, როგორიცაა Facebook.

ეს მომსახურებები იყენებს საგანგებო ზედა დონის (TLD) დამისამართებას .onion (ნაცვლად .com,.net,.org და სხვ.) და ხელმისაწვდომია მხოლოდ Tor-ქსელიდან.

ხახვის ნიშანი

როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას.

To learn more about onion services, read How do Onion Services work?