Onion-მომსახურებები

როგორ გავიგო, v2 ვერსიის Onion-მომსახურებას ვიყენებ, თუ v3 ვერსიისას?

v3 Onion-მისამართების დადგენა შეგიძლიათ მათი 56-სიმბოლიანი სიგრძით, მაგ. Tor-პროექტის v2 მისამართია:http://expyuzz4wqqyqhjn.onion/, ხოლოდ Tor-პროექტის v3 მისამართია: http://2gzyxa5ihm7nsggfxnu52rck2vv4rvmdlkiu3zzui5du4xyclen53wid.onion/

თუ Onion-მომსახურების ხელმძღვანელი ხართ, უნდა განაახლოთ v3 ვერსიამდე, რაც შეიძლება მალე. თუ მომხმარებელი ხართ, გთხოვთ გადაამოწმოთ, რომ ჩანიშნულ საიტებში, v3 Onion-მისამართებია.

როგორიცა, v2 ვერსიის გაუქმების დროის გრაფიკი?

2020 წლის სექტემბერში, Tor-მა დაიწყო Onion-მომსახურების ხელმძღვანელებისა და მომხმარებლების გაფრთხილება, რომ v2 გაუქმდებოდა და 0.4.6 ვერსიიდან ამოიღებდნენ. Tor-ბრაუზერმა დაიწყო მომხმარებლების გაფრთხილება 2021 წლის ივნისში.

2021 წლის ივლისში, 0.4.6 Tor-ში აღარ იქნება მხარდაჭერილი v2 და მოსცილდება კოდიდანაც.

2021 წლის ოქტომბერში, გამოვა Tor-კლიენტის ახალი მდგრადი ვერსიები, რომლებშიც გათიშული იქნება v2.

შეგიძლიათ, იხილოთ სვეტზე სტატია Onion-მომსახურების მე-2 ვერსიის გაუქმების გრაფიკი.

შემიძლია დავიტოვო v2 Onion-მისამართი? წვდომა შემეძლება v2 მისამართთან სექტემბრის შემდგომ? ცვლილება იქნება უკუთავსებადი?

V2 Onion-მისამართები ძირეულად დაუცველია. თუ გაქვთ v2 Onion, გირჩევთ ახლავე ჩაანაცვლოთ ახლით. ცვლილება უკუთავსებადია: v2 Onion-მომსახურებები მიუწვდომელი გახდება 2021 წლის სექტემბრიდან.

რა მითითებებია შემმუშავებლებისთვის, ჩანაცვლების შესახებ? არის რამე რჩევა, ახალი v3 მისამართების გასავრცელებლად მომხმარებლებში?

მე-3 ვერსიის მისამართის შესაქმნელად torrc-ფაილში მხოლოდ უნდა შექმნათ ახალი მომსახურება მსგავსად v2-მომსახურებისა მოცემული ორი ხაზით:

HiddenServiceDir /full/path/to/your/new/v3/directory/
HiddenServicePort <virtual port> <target-address>:<target-port>

ნაგულისხმევ ვერსიად დაყენდება 3 და არ დაჭირდება საგანგებო მითითება. კვლავ გაუშვით Tor და მონახეთ საქაღალდეში ახალი მისამართი. თუ გსურთ დატოვოთ გაშვებული მე-2 ვერსიის მომსახურება მის გაუქმებამდე და მომხმარებლებს შესთავაზოთ თანდათან გადასვლის შესაძლებლობა, თქვენი v2-მომსახურებისთვის, დაამატეთ გასამართ არეში შემდეგი ჩანაწერი:

HiddenServiceVersion 2

შედეგად, შეძლებთ დაადგინოთ თქვენს გასამართ ფაილში, რომელი მათგანი რომელი ვერსიისაა.

თუ გაქვთ Onion-მდებარეობა გამართული საიტზე, თავსართად უნდა მიუთითოთ ახალი v3 მისამართი. ტექნიკური საკითხების გასაცნობად, Onion-მომსახურების გაშვების შესახებ, იხილეთ Onion-მომსახურებების გვერდი, ჩვენი ერთობის საიტზე.

არ შემიმჩნევია ეს განცხადება, კიდევ მაქვს დრო ჩასანაცვლებლად?

არა, v2 Onion-კავშირები უკვე იწყებს ჩავარდნას, თავიდან ნელ-ნელა, შემდეგ უეცრად. დროა, ახალზე გადასვლის.

მომსახურებებთან წვდომის ხარვეზები სექტემბრიდან დაიწყება და იქამდეც?

უკვე, თუ წარდგენის კვანძები აღარ იქნება 0.4.6 ვერსიაზე, მიუწვდომელი დარჩება, გადამცემების განახლების შემთხვევაში.

როგორც საიტის ხელმძღვანელს, შემიძლია მომხმარებლები გადავამისამართო v2 Onion-იდან v3-ზე?

დიახ, შესაძლებელი იქნება, სანამ v2 Onion-მისამართები მიუწვდომელი არ გახდება. სასურველია, მოუწოდოთ მომხმარებლებს, სანიშნების განახლებისკენ.

v3 Onion-მომსახურებები გააუმჯობესებს DDoS-შეტევების გაუვნებლებას?

დიახ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Onion-მომსახურებების დაცვის დახვეწაზე. სამუშაოები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს: ESTABLISH_INTRO Cell DoS Defense Extension, Res tokens: Anonymous Credentials for Onion Service DoS Resilience, A First Take at PoW Over Introduction Circuits. ამ გეგმების გასაცნობად, იხილეთ ვრცელი წერილი სვეტზე, როგორ ავიცილოთ Onion-მომსახურების შეჩერების შეტევები.

Onion-Location is a HTTP header that web sites can use to advertise their onion counterpart. თუ ვებსაიტს, რომელსაც სტუმრობთ გააჩნია onion-საიტიც, იისფერი შემოთავაზება გამოჩნდება მისამართების ველში ტექსტით „.onion ხელმისაწვდომია“. როცა დაწკაპებთ „.onion ხელმისაწვდომიას“, ვებსაიტი ახლიდან ჩაიტვირთება უკვე onion-მისამართიდან. ამ დროისთვის, Onion-მდებარეობა ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერზე სამაგიდო სისტემებისთვის (Windows, macOS და GNU/Linux). ვრცლად Onion-მდებარეობის შესახებ იხილეთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელო. თუ თავად ხართ onion-მომსახურების გამშვები, იხილეთ როგორ გამართოთ Onion-Location საკუთარ onion-საიტზე.

საიტებს, რომლებიც მხოლოდ Tor-იდანაა ხელმისაწვდომი, ეწოდება „onions“, ვინაიდან მათი მისამართის დაბოლოებაა .onion. მაგალითად, DuckDuckGo საიტი Onion-ზე იქნება https://duckduckgogg42xjoc72x3sjasowoarfbgcmvfimaftt6twagswzczad.onion/. ამ საიტებთან წვდომა შეგიძლიათ Tor-ბრაუზერით. მისამართები უნდა გაცნობონ თავად საიტის მფლობელებმა, ვინაიდან onion-საიტები არაა აღრიცხული საძიებო სისტემებში, ჩვეულებრივი საიტების მსგავსად.

დამოწმებული onion-მომსახურება ისეთი მომსახურებაა, რომელიც საჭიროებს დასამოწმებელი ნიშნის მიწოდებას (ამ შემთხვევაში საიდუმლო გასაღების) მასთან წვდომის მისაღებად. საიდუმლო გასაღები არ გადაეცემა მომსახურებას, მხოლოდ ადგილობრივად გაშიფვრისთვის გამოიყენება. შეგიძლიათ წვდომის მონაცემების მიღება onion-მომსახურების გამშვებისგან. მიმართეთ გამშვებს და მოითხოვეთ წვდომა. იხილეთ ვრცლად, თუ როგორ გამოიყენოთ onion-დამოწმება თქვენს Tor-ბრაუზერში. If you want to create an onion service with client authentication, please see the Client Authorization section in the Community portal.

If you cannot reach the onion service you desire, make sure that you have entered the 56-character onion address correctly; even a small mistake will stop Tor Browser from being able to reach the site. თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა კავშირის დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის მმართველებმა გათიშეს გაფრთხილების გარეშე.

ამასთან ერთად, Onion-მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობის გადამოწმება შეგიძლიათ DuckDuckGo-ს Onion-მომსახურებასთან დაკავშირებით.

Onion-მომსახურებები საშუალებას აძლევს ხალხს, არა მხოლოდ მოინახულონ, არამედ გამოაქვეყნონ მასალები, მათ შორის საიტები, ვინაობის გაუმხელელად.

Onion-მომსახურებები ასევე გამოსადეგია მონაცემების დართვისგან თავისუფალი მიმოწერებისა და ფაილების გაზიარებისთვის, მეტად უსაფრთხო ურთიერთობისთვის ჟურნალისტებსა და მათ წყაროებს შორის, ასეთია SecureDrop ან OnionShare, დაცული პროგრამული განახლებები და კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო საშუალებები, ისეთ ცნობილ საიტებთან წვდომისთვის, როგორიცაა Facebook.

ეს მომსახურებები იყენებს საგანგებო ზედა დონის (TLD) დამისამართებას .onion (ნაცვლად .com,.net,.org და სხვ.) და ხელმისაწვდომია მხოლოდ Tor-ქსელიდან.

ხახვის ნიშანი

როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას.

To learn more about onion services, read How do Onion Services work?

Onion-მომსახურებით სარგებლობისას, Tor-ბრაუზერი გიჩვენებთ განსხვავებულ ხახვის ნიშნებს მისამართების ველში, რაც მიუთითებს მიმდინარე ვებგვერდის უსაფრთხოებაზე.

Image of an onion Onion ნიშნავს:

  • Onion-მომსახურება, უზრუნველყოფილია HTTP-ს ან HTTPS-ს გამომცემის სერტიფიკატით.
  • Onion-მომსახურება მუშაობს HTTP-ის, ან HTTPS-ის თვითდამოწმებული სერტიფიკატით.

Image of an onion with a red slash წითლად გადახაზული ხახვი ნიშნავს:

  • Onion-მომსახურება, იყენებს სკრიპტს, დაუცველი მისამართიდან.

Image of an onion with a caution sign მაფრთხილებელი ნიშნით ხახვის გამოსახულება ნიშნავს:

  • Onion-მომსახურება იყენებს HTTPS-ს, ვადაგასული სერტიფიკატით.
  • Onion-მომსახურება იყენებს HTTPS-ს, შეუსაბამო მისამართით.
  • Onion-მომსახურება, იყენებს შერეულ ფორმას, დაუცველი მისამართიდან.