სამწუხაროდ, თქვენს სისტემაში მავნე პროგრამა აყენია. ამ მავნე პროგრამას არ აქვს კავშირი Tor-თან. მაგ პროგრამის შემქმნელები გთხოვენ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერი მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლონ გამოსასყიდის მოთხოვნისთვის თქვენთან დაკავშირება ვინაობის გაუმჟღავნებლად.

თუ ეს თქვენი პირველი შეხებაა Tor-ბრაუზერთან, გვესმის, შესაძლოა იფიქროთ, რომ ჩვენ ცუდი ხალხი ვართ, რომლებიც კიდევ უფრო უარეს ხალხს ეხმარება.

თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს პროგრამას ყოველდღიურად იყენებს მრავალი დანიშნულებით ისეთი ხალხი, როგორებიც არიან ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, სახელმწიფო ზეწოლის წინააღმდეგ ამბოხებულები, სამართალდამცველები და ბევრი სხვა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგრამის მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოებას, რომელსაც ხალხის ამ ჯგუფებს ვთავაზობთ, აგრეთვე ბოროტად იყენებენ დამნაშავეები და მავნე პროგრამების შემქმნელები. Tor-პროექტი სრულად ემიჯნება და გაუმართლებლად მიიჩნევს ჩვენი პროგრამის მავნე და საზიანო დაშინულებით გამოყენებას.