Tor განკუთვნილია ადმიანთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად, სხვების, მათ შორის ჩვენი ჩარევისგან. ჩვენთვის მიუღებელია, როცა ზოგიერთები Tor-ს იყენებენ ბოროტი მიზნებით, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათი მოცილება ისე, რომ არ დავაზარალოთ უფლებადამცველები, ჟურნალისტები, ძალადობის მსხვერპლნი და ის ადამიანები, რომლებიც Tor-ს კარგი საქმეებისთვის იყენებენ. თუ ჩვენ ავუკრძალავთ გარკვეულ ხალხს Tor-ის გამოყენებას, ეს ნიშნავს რომ ჩვენ დავამატებთ პროგრამაში, გვერდის ავლის გარკვეულ საშუალებას, რომელიც დაუცველს დატოვებს მომხმარებლებს, ძალადობრივი რეჟიმების წინააღმდეგ.