ფაილების Tor-ით გასაზიარებლად, OnionShare კარგი საშუალებაა. OnionShare ღია წყაროს ხელსაწყოა, უსაფრთხოდ და ვინაობის გაუმხელად ფაილების გასაგზავნად და მისაღებად Tor-ის onion-მომსახურებების მეშვეობით. მისი ამუშავება ხდება ვებსერვერის პირდაპირ თქვენს კომპიუტერში გაშვებით, შემდეგ კი ენიჭება რთულად გამოსაცნობი Tor-მისამართი და ხელმისაწვდომი ხდება Tor-ბრაუზერის დანარჩენი მომხმარებლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ თქვენთან ფაილების მიმოცვლა. იგი არ საჭიროებს ცალკე სერვერის გამართვას, გარეშე პირების მომსახურებას ფაილების გაზიარებისთვის და არც რამე ანგარიშზე შესვლას.

განსხვავებით ისეთი მომსახურებებისგან, როგორებიცაა ელფოსტა, Google Drive, DropBox, WeTransfer ან სხვა მსგავსი საშუალებები, რომელთაც ხალხი ჩვეულებრივ იყენებს ფაილების ერთმანეთისთვის გადასაცემად, OnionShare-ის გამოყენებისას არცერთ დაწესებულებას არ აძლევთ თქვენს ფაილებთან წვდომის საშუალებას. რამდენი ხანიც გექნებათ ამოუცნობი ვებმისამართი უსაფრთხოდ გაზიარებული (მაგალითად დაშიფრული მიმოწერის პროგრამაში), იმ პირის გარდა ვისაც უზიარებთ, ვერავის ექნება წვდომა თქვენს ფაილებთან.

OnionShare-ის შემმუშავებელია Micah Lee.

გამსვლელი კვანძების უმეტესობაზე, ფაილების გასაზიარებელი გარკვეული სახის მონაცემთა მიმოცვლა შეზღუდულია, მათ შორის BitTorrent. BitTorrent ზოგადად ვერ უზრუნველყოფს ვინაობის გაუმხელობას Tor-ით.