ამჟამად გასავლელი წერტილების სიგრძე ზუსტად განისაზღვრება 3-ით, რომელსაც შეიძლება დაემატოს მნიშვნელოვანი კვანძების გარკვეული რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ არის 3, თუმცა მაგალითად, თუ უკავშირდებით onion-მომსახურებას ან „.exit-მისამართს“, შეიძლება მეტიც იყოს.

ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, უფრო გრძელი ჯაჭვის გამოყენებას, რადგან ეს ზრდის ქსელის დატვირთვას, უსაფრთხოების დონის გაზრდის გარეშე (რისი თქმაც შეგვიძლია). პირიქით, 3-ზე მეტი კვანძისგან შემდგარმა ჯაჭვმა, შესაძლოა საფრთხეც შეუქმნას ვინაობის გაუმხელობას, ვინაიდან ჯერ ერთი რომ ამარტივებს უსაფრთხოების მიუწვდომლობის (DoS) შეტევების შესაძლებლობას, მეორე კი იმიტომ, რომ შესაძლოა გამოყენებული იყოს თქვენს ამოსაცნობად, ვინაიდან ცოტა იქნება ისეთი მომხმარებელი, რომელიც ზუსტად თქვენნაირი რაოდენობის კვანძებისგან შემდგარ ჯაჭვს გამოიყენებს.