ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ კლიენტი საშუალოდ 10 ასეთ მოთხოვნას აგზავნის დღეში. Tor-კლიენტი რომელიც ჩართულია 24/7 დროით, დაახლოებით 15 მოთხოვნას აგზავნის დღეში, მაგრამ ყველა კლიენტი არაა მიერთებული 24/7, ამიტომ ჩვენ ვირჩევთ საშუალოდ 10 მოთხოვნას თითო კლიენტისთვის. ჩვენ უბრალოდ ვყოფთ ცნობარის მოთხოვნების რაოდენობას 10-ზე და ვიღებთ მომხმარებელთა რაოდენობას. შეიძლება სხვანაირადაც შევხედოთ, რომ დავუშვათ თითოეული მოთხოვნა წარმოადგენს კლიენტს, რომელიც ატარებს ინტერნეტში, დღის მეათედ ნაწილს, 2 საათსა და 24 წუთს.