HTTPS

Tor არ აძლევს საშუალებას მიმყურადებლებს იხილონ, თუ რომელ საიტებს ეწვიეთ. მონაცემები, რომლებიც დაუშიფრავად იგზავნება ინტერნეტით ჩვეულებრივი HTTP-კავშირით, შესაძლებელია ხილული იყოს გამსვლელი წერტილის მფლობელებისთვის ან ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აკვირდება კავშირს გამსვლელ წერტილსა და საიტს შორის. თუ საიტი, რომელსაც ეწვევით იყენებს HTTPS-ს, მაშინ გადაცემული მონაცემები გამსვლელი წერტილიდან დაიშიფრება და მიუწვდომელი დარჩება თვალყურისმდევნელებისთვის.

მოცემულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის Tor-ბრაუზერისა და HTTP-დაშიფვრის გამოყენებისას ან მათ გარეშე:

  • დააწკაპეთ „Tor-ის“ ღილაკს რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი გარეშე თვალისთვის Tor-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ იმის მისანიშნებლად, რომ Tor ჩართულია.
  • დაწკაპეთ „HTTPS-ის“ ღილაკს, რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი გარეშე თვალისთვის HTTPS-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ იმის მისანიშნებლად, რომ HTTPS ჩართულია.
  • როდესაც ორივე ღილაკი მწვანეა, იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი გარეშე თვალისთვის, ორივე მათგანით სარგებლობისას.
  • როდესაც ორივე ღილაკი ნაცრისფერია, იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი გარეშე თვალისთვის, როცა არცერთ მათგანს არ იყენებთ.



შესაძლო ხილული მონაცემები
Site.com
მონახულებული საიტი.
მომხ / პაროლი
მეტსახელი და პაროლი დამოწმებისთვის.
მონაცემები
მონაცემები გადაიცემა.
მდებარეობა
ქსელის მდებარეობა კომპიუტერის შესახებ ვებსაიტის მოსანახულელბად (გარე IP-მისამართი).
Tor
გამოყენებულია თუ არა Tor.